ახალი ამბები
ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი - უახლოესი დღეების პროგნოზი საქართველოში
FaceBook
სინოპტიკოსები უახლოესს დღეებში ძლიერ თოვას პროგნოზირებენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან 18 თებერვლამდე საქართველოში სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. 

ამასთან, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

"14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


Print
თეგები: #ამინდი