ანონსი
სინოპტიკოსები 15-დან 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 იანვრიდან საქართველოში ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამასთან, 17 იანვრამდე ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით -4, -9 გრადუსი დაფიქსირდება.

17 იანვრიდან ყინვა შესუსტდება, დღის ტემპერატურაც +4, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 20 იანვრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.
Print
თეგები: #ამინდი