ანონსი
როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში
FaceBook
4 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დასავლეთ საქართველოში 8-დან 13 გრადუსამდე დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 3-დან 8 გრადუსამდე.

დედაქალაქში თოვლი არ არის მოსალოდნელი, ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაფიქსირდება.

მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება.

Print
თეგები: #ამინდი