ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს
FaceBook
ქალაქის ცენტრალური მოედანი საახალწლო ღონისძიებებისთვის ეწყობა.
საშობაო ბაზრობისთვის ხის სახლები დაიდგა, სადაც ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.




მონტაჟდება საახალწლო დეკორაციებიც. ასევე,  ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეც.







საზეიმო ღონისძიებები ხვალ, 24 დეკემბერს, 15:00 საათიდან დაიწყება.

ასევე, ხვალ არის დაგგემილი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებაც.

24 დეკემბრის საახალწლო პროგრამა კი ასეთია:

15:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი;

15:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები;

15:00-20:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;

16:00-17:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი;

18:30-19:20 - ნიკო ქაჯაია;

20:00 - მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთება;

20:15-21:00 - ჯგუფი “New One”; 

21:00 - საზეიმო ფოიერვერკი;

წინასაახალწლო ღონისძიებების გამო ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია. შესაბამისად, შეცვლილია ტრანსპორტის სვლა-გეზი.

სადღესასწაულო ღონისძიებები 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.
Print