ახალი ამბები
დეკემბერში მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება
FaceBook
11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეები იგეგმება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნებული გაერთიანება, " ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიაა“ ავრცელებს.

მათ ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართება კონფერენცია მიგრაციისა და ტრანსპორტის საკითხებზე, ქართული დიასპორის ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრები, ასევე გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ლექციები.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული კონცერტით "ჩვენ ერთად". იგი დიდ საკონცერტო დარბაზ "კოსმოსში" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.

კონცერტში მონაწილეთა სია ჯერჯერობით ცნობილი არაა. დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ 1 დეკემბრიდან გამოქვეყნდება ეტაპობრივად მათ ტელეგრამის არხზე.

რადიო თავისუფლების ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი 1982 წელს ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა. დავით ცეცხლაძემ და მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 25 თებერვალს პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით მიმართეს
Print