ანონსი
ქუთაისში კომპოზიტორ ერეკლე დიდიას საავტორო საღამო გაიმართება
FaceBook
21 იანვარს კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.

21 იანვარს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში მუსიკოს ერეკლე დიდიას საავტორო საღამო გაიმართება.
აღნიშნულ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ
ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ნოდარ ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, თამარ გაჩელიჩილაძე, დავით მგელაძე, ლაშა ნიქაბაძე, ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები" , ანსამბლი ,,იმედი", ჯგუფი ,,სეიშენი" . 21 ინავარს დაგეგმილ საღამოზე ასევე იმღერებენ კომპოზიტორის შვილები მარიკო და გეგა დიდიები, ასევე მისი მოსწავლეები გოგონათა კვარტეტი, ქ. ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის გუნდი, რომელთა მონაწილეობას უზრუნველყოფს თავად კომპოზიტორი. .

საღამოს წამყვანი ნინო დოღონაძე, რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი გახლავთ. საღამო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით გაიმართება.
კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.
საღამო 19 საათზე გაიმართება.

Print