ანონსი
ერაყელი სტუდენტები დღეს ქუთაისში აქციას გამართავენ
FaceBook
ერაყელი სტუდენტები საქართველოში ბინადრობის უფლების შეჩერების გამო აქციას გამართავენ.

აქცია ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 საათზე გაიმართება.

ერაყელი სტუდენტები, რომლებიც ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობენ დახმარებას ითხოვენ.

რვა ერაყელ სტუდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის უფლება შეუჩერა. ბინადრობის ნებართვის შესახებ უარი სტუდენტებმა გასული წლის 25 დეკემბერს მიიღეს.

სტუდენტები განმარტავენ, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების უარის შემთხვევაში სამი წლის განმავლობაში უნივეტრსიტეტში გადახდილი თანხაც და დროც დაეკარგებათ.

გასული წლის ბოლოს 8 ერაყელი სტუდენტის მსგავსად, ბინადრობის უფლება 4 სტუდენტს შეუჩერდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანს ბინადრობისუფლება მიეცათ.
Print