ანონსი
ქუთაისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა
FaceBook
ზელენსკის მიერ, საქართველოში უკრაინის ელჩის ქვეყნიდან გაწვევის საპასუხოდ, აქცია დაიგეგმა ქუთაისში.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა საქართველოს დღის წესრიგს არსებული ხელისუფლება ქმნის, სოლიდარობის გამოხატვას აზრი ეკარგება. ამიტომ, მათი თქმით, დღეს მესხიშვილის თეატრის წინ საპროტესტო აქცია ჩატარდება.

აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. 

"აბსულიტურად შეიცვალა სიტუაცია დღევანდელი ამბით. დღეს არ ვგეგმავდით აქციას, მაგრამ ამორალური საქციელისთვის გამოიწვიეს საქართველოს ელჩი უკრაინიდან , საბოლოდ გაეცა პასუხი ჩვენი ხელისუფლების უსინდისობას. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით მოედანზე. არანაირ სოლიდარობას არ აქვს აზრი, სანამ ხელისუფლება მართავს დღის წესრიგს'',- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან კონსულტაციის მიზნით გაიწვია.

ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების გამო მიიღო. იგორ დოლგოვთან ერთად, უკრაინის კიდევ ერთი ელჩი გაწვეულია ყირგიზეთიდან. 

უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს. რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
Print