ანონსი
მხარდაჭერა უკრაინას - ქუთაისში სოლიდარობის აქცია დღესაც გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, ისევე  როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში  რამდენიმე დღეა  უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს.
მეგობარი უკრაინისადმი სოლიდარობის  აქცია დღესაც  გაიმართება, რომელიც ქალაქის ცენტრში, 19:00 საათზე ჩაინიშნა.  

უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print