ანონსი
27 დეკემბრის ანონსი
FaceBook
27 დეკემბერს, 10:30 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია გამართავს ბრიფინგს.
თემა: სისხლის სამართლის საქმის ხელახალი აღძვრა და  შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

მისამართი: ქუთაისი, გიორგი ჯიბლაძის ქუჩა #8

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიტიკოსი ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ 6 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
Print