ანონსი
"სამოქალაქო ერთობის ძიებაში“ - დისკუსიების ციკლი ქუთაისში
FaceBook
მწერალთა სახლი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით თბილისსა და ქუთაისში ახორციელებს
პროექტს - "სამოქალაქო ერთობის ძიებაში - დისკუსიების ციკლი თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ".

ქუთაისში, ჩაის სახლში "ფოე ფოე" 3 ნოემბერს, 6 საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე - მწერალი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მომხსენებლები: დათო ტურაშვილი, მწერალი, ერეკლე დეისაძე, მწერალი, მუსიკოსი; მოდერატორი: ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი.

ვინ არის დღეს მწერალი და როგორ გრძნობს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როგორ აღიქვამს მწერალს საზოგადოება და რას ელის მისგან, რა შეიცვალა მწერლის როლის აღქმაში საქართველოს ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში?

დისკუსიის მონაწილე მწერლები ილაპარაკებენ საზოგადოებისთვის აქტუალურ იმ თემებსა და მოვლენებზე, სადაც ჩართვა და მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია.

პროექტის მიზანია უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომელებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი.

დისკუსიაზე დაიშვებიან მხოლოდ ორჯერადად აცრილი ან ტესტირებული (PSR) მოქალაქეები.








Print