ანონსი
მოქალაქეთა საგრანტო კონკურსებში ჩართულობის მიზნით ქუთაისში შეხვედრები გაიმართება
FaceBook
შეხვედრა ხვალ 8 დეკემბერს, 12:00 სთ - ზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

ქუთაისში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი მოქალაქეთა საგრანტო კონკურსებში ჩართულობის მიზნით შეხვედრებს გამართავს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოება.

მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო პროგრამა ძირითადად რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფენ.

შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული საგრანტო კონკურსის მიზნები და ამოცანები, ასევე საპროექტო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.

შეხვედრა ხვალ 8 დეკემბერს, 12:00 სთ - ზე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

Print