ანონსი
20 ნოემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში ბაროკოს მუსიკის კონცერტი გაიმართება
FaceBook
20 ნოემბერს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

კონცერტი თბილისის ბაროკოს მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში  ეწყობა. 

მასში მონაწილეობენ: საქართველოს სიმფონიეტა, თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი (ხელმძღვანელი აჩიკო უშვერიძე).

კონცერტს დირიჟორი დირიჟორი კორნელია ფონ კესენდორფი (გერმანია) გაუწევს.

კონცერტი 18:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია
Print