ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სიით იმერეთი მესამე ადგილზეა
FaceBook
2020 წელს ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სიაში, რეგიონების მიხედვით იმერეთი მესამე ადგილზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

იმერეთში გასულ წელს 24 ადამიანი დაიკარგა.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტი - 42 ადამიანი დაიკარგა თბილისში. მას მოსდევს ქვემო ქართლი, სადაც 26 ადამიანი დაიკარგა, მე-3 ადგილზეა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20 ადამიანით, მე-4 პოზიციაზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც 2020 წელს უგზო-უკვლოდ 16 ადამიანი დაიკარგა.

ქვეყნის მასშტაბით სულ დაიკარგა 126 ადამიანი. მათგან 42 კი მოსაძებნი დარჩა. 

დაკარგულ პირთაგან გასულ წელს 121 ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო თითო რუსეთის, თურქეთის, ნიდერლანდის, ყაზახეთისა და პოლონეთის.

ჯამში, 1973 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 6 097 ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათგან 992 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება,  5 105 პირი კი - მოიძებნა.
Print