ანონსი
მწერალი დინების წინააღმდეგ - ევროკავშირის კულტურის კვირეული ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე ავსტრიელი მწერლის რიხარდ შუბერტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

რომანს "მხიარული კონსპირაციის ქრონიკა" თავად ავტორი რიხარდ შუბერტი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი წარადგენენ. რიხარდ შუბერტი გახლავთ ავსტრიელი მწერალი, სატირისტი, კარიკატურისტი და კულტურის ანთროპოლოგი. მასზე ამბობენ, რომ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უყვარს და წერს იმაზე, რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ.მესხიშვილის თეატრში წარმოადგენილი იქნება მისი რომანის "მხიარული კონსპირაციის ქრონიკა" პირველი თავის ქართული თარგმანი. შუბერტის მიერ რომანის კითხვის დასრულების შემდეგ, ავტორი და მთარგნელი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ.
დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 19:00 საათზე.
აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში იმართება. კვირეული 31 ოქტომბერს გაიხსნა და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში
30- ზე მეტი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის 8 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება 20- ზე მეტი ღონისძიება. დამსწრე პუბლიკას გააცნობენ სხვადასხვა ევროპელი ავტორების ლიტერატურას,წარმოადგენენ ვიზუალურ ხელოვნებას, მუსიკას, თეატრალურ ხელოვნებას, რითაც კვირეული ხმას მიაწვდენს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და წარმოაჩენს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო კულტურულ ღირებულებებს.
ღონისძიებები საქართველოს 7 ქალაქში გაიმართება თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი სიღნაღი, რუსთავი და ფოთი.

Print