ანონსი
ქუთაისის ოპერის თეატრში 23 ოქტომბერს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
FaceBook
საღამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მიეძღვნება.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ოქტომბერს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. აღნიშნული საღამო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბადრი ადამია (ტენორი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), აკაკი იოსელიანი (ბას-ბარიტონი).
ასევე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი.(დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი)..
ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში. დასაწყისი 18 საათზე.
კონცერტის მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
Print