ანონსი
რეზო ჭეიშვილი და ქართული კინო - კინოჩვენება ქუთაისში
FaceBook
პროექტის „ზაფხულის საღამოები“, ფარგლებში ქუთაისში კინოჩვენებები გრძელდება. 
კინოკვირეულში „ ქუთაისი და ქუთათურები ქართულ კინოში“ მწერალ რეზო ჭეიშვილის წიგნების და სცენარების მიხედვით გადაღებულ ფილმებს წარმოადგენენ. 

კონკრეტულად იმ კინოსურათებს, რომლებიც ქუთაისშია გადაღებული. 

31 ივლისს „ჩემი მეგობარი ნოდარი“ იქნება ნაჩვენები.

(სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი რეჟისორი: დავით რონდელი)

3 აგვისტოს  კი,  „პიერი მილიციის თანამშრომელს“ უჩვენებენ. (სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
რეჟისორი: დავით რონდელი).
დასაწყისი 21 საათზე.

ჩვენებები ღია ცის ქვეშ მონ პლაზირის ტერიტორიაზე გაიმართება. 


ფოტო: მარიტა ტყეშელაშვილი
Print