ანონსი
„სტრესთან გამკლავება“ - ქუთაისში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის ლექცია გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედიასკოლაში (კინოთეატრ „სულიკოს ყოფილი შენობა) “ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია გაიმართება.

ლექციის თემაა  - სტრესთან გამკლავება თანამედროვე სამყაროში.

".ნათია ფანჯიკიძე ერთერთი გამორჩეული ბლოგერია ამ ეტაპზე ინტერნეტ სივრცეში, საუბრობს იმ თემებზე, რომლებზეც ხშირად ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთი გამორჩეული ბლოგერი ქალი მოგვეწვია ქუთაისში და ესაუბრა თანამედროვე სამყაროში არსებულ სტრესზე და მისი დაძლევის ფორმებზე ", - ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე.

ლექცია 15 ოქტომბერს 17: 00 საათზე ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

Print