ახალი ამბები
წყალტუბოში დევნილები ნგრევადი შენობიდან გაყვანას ითხოვენ
FaceBook
წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები შენობიდან გაყვანა და სხვა ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ამ მოთხვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს.

"რომ მოვკვდები რად მინდა ეს ბინა, დავბერდი უკვე წყალტუბოში, ყველანაირად გვატყუებენ აღარ შეგვიძლია უკვე. ახლა კი, როგორც ვიცით პირობა შეცვალეს.
", - აცხადებენ დევნილები.

ისინი აცხადებ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება ახალ კორპუსებში შეიჭრებიან.


ახალი გადაწყვეტილებით შენობიდან დევნილები ქულების რაოდენობით გავლენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

იძულებით გადაადგილებულ პირთათავის წყალტუბოში ამჟამად ექვსი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

Print