ახალი ამბები
ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ინვესტირების საკითხზე მოლაპარაკებას იტალიელებთან აწარმოებს
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ ინვესტიციას, სავარაუდოდ, იტალიელები განახორციელებენ.


როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ინვესტორებთან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა. ბოლო შეხვედრა იტალიელებთან კვირის დასაწყისში შედგა. მოლაპარაკების შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


„ამ დღეებში გავაკეთებთ განცხადებას“,- ამბობს მერის მოადგილე, იუზა უგულავა.

რაც შეეხება კლუბის ყოფილ ინვესტორს, ზაალ ჩაჩავას, მერის მოადგილე უარყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს ამბობს.

„სასამართლო პროცესი შედგება და აღიარებს რა თქმა უნდა“,- აცხადებს იუზა უგულავა.

„ტორპედოს“   პოტენციურ ინვესტორად გერმანული „აიტრახტიც“ განიხილებოდა, რომელიც  ქუთაისის მერიას კლუბის 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობდა, თუმცა, საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა.


ქუთაისის „ტორპედო“ ოთხი თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.




ამავე თემაზე:


ფრანკფურტის “აინტრახტი”  ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.