ანონსი
მესხიშვილის თეატრში ორი პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook
მესხიშვილის თეატრში წლის ბოლომდე ორ ახალ სპექტაკლს წარმოადგენენ.

მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლისთავთან დაკავშირებით ნაჩვენები იქნება საიუბილეო მონოსპექტაკლი ევა ხუტუნაშვილის მონაწილეობით.

სპექტაკლის რეჟისორი ევა ხუტუნაშვილია. პრემიერა 7 დეკემბერს გაიმართება. 

თეატრში პარალელურად მეორე პრემიერაზე მუშაობაც მიმდინარეობს.

წარმოდგენილი იქნება ზღაპარი-მიუზიკლი „ბრემენელი მუსიკოსები“ (რეჟისორი კახა გოგოლაშვილი). 

პრემიერა 19 დეკემბერს გაიმართება.

Print