ანონსი
"მიიღებენ საკადრის პასუხს" - ქუთაისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა
FaceBook

დღეს, 14 ნოემბერს,  ქუთაისში,  მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია იგეგმება.


საპროტესტო აქციის ორგანიზატორია "ღირსების მარში". 

"20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდგომ, ქართული ოცნების მთავრობა და უმრავლესობა 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგვპირდა სამოქალაქო საზოგადოებას პროპორციული არჩევნების სისტემას,  თუმცა დღეს ეს ყველაფერი არ დაკანონდა ხელისუფლებამ, რბილად რომ ვთქვათ, მოგვატყუა და ჩვენგან, მოქალაქებისგან, მიიღებენ საკადრის პასუხს მეორედ თვალების დათხრის გამო! ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გველესიანი.

დღეს, 14 ნოემბერს, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

 

Print