ანონსი
“ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” - "ქუთაისიპოსტი" წყალტუბოში სადისკუსიო შეხვედრას მართავს
FaceBook

ქუთაისიპოსტი, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში აწყობს სადისკუსიო შეხვედრა/მრგვალ მაგიდას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

 


ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხვედრა პირისპირ. 

მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.

შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას  მიიღებენ  კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იყავი აქტიური მოქალაქე, მიიღე მონაწილეობა სადისკუსიო შეხვედრაში, გააცანი ხელისუფლებას პრობლემები, დასვი შენთვის საინტერესო კითხვები და მიიღე პასუხები 

შეხვედრა გაიმართება ქ. წყალტუბოში, 11 ოქტომბერს,  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობაში, (რუსთაველი ქუჩა #39 ა) 15:00 საათზე. 

ქუთაისიპოსტი რუბრიკის ფარგლებში მსგავს შეხვედრას გამართავს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში. 

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

 

Print