ანონსი
წყალტუბოში ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართება
FaceBook
კონცერტი 21 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.


წყალტუბოში ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.
"წყალტუბოს ელექტრონული მუსიკის საღამო" 30 აგვისტოს  „ივერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ელექტრონული მუსიკის საღამოზე DJ Zapa და a DJ Walld დაუკრავენ.
"პატარა გადახვევა ჟანრიდა -  მუსიკალური ჟანრი, რომლის მოსმენა მომავალში ჩვენს ყურს და გემოვნებას აუცილებლად სჭირდება და შესაძლოა წყალტუბო აქციოს ერთ-ერთ მიმზიდველ ქალაქად მთელს ამიერ კავკასიაში! ეს გახლავთ JAZZ , ეს კომპოზიცია კი JAZZ-ის და ელექტრონულ მუსიკის სინთეზი", - აღნიშნა საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მსახიობმა სულხან გოგოლაშვილმა.
წყალტუბოს ელექტრონული მუსიკის საღამო 21 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.
საღამოს ორგანიზატორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი. პროექტის მხარდამჭერი წყალტუბოს გამგეობა.
Print