ახალი ამბები
ხარაგაულში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები განახლდა
FaceBook

ხარაგაულში 12 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული  ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელ ხიდზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა.


პარალელურ რეჟიმში,  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ყველა იმ უბანზე მიმდინარეობს, რომელიც სტიქიამ დააზარალა.


12 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა  მდინარე ზვარულამ გარესამყაროს მოწყვიტა სამი საუბნო გზა. მოვარდნილმა მდინარემ  გაანადგურა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოველებისა და ფრინველების სადგომები.   დაიშლამა და ჩაიკეტა ე.წ. ზვარის ხიდებთან მისასვლელი გზები.


ხარაგაულს სტიქია პირველად თავს 7 ივნისს დაატყდა თავს. მდინარე ჩხარიმელას ადიდების შედეგად დაზიანდა  საავტომობილო და ბონდის ხიდები, გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი.


ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი. დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. პარალელურად გრძელდება  ზარალის  აღრიცხვა.

 

FaceBook Twitter

Print