ანონსი
ქუთაისში ღია ცის ქვეშ ფელინის ფილმების ჩვენება გაიმართება
FaceBook
ქუთაისში 10-14 აგვისტოს ჩათვლით ფედერიკო ფელინის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.

ჩვენება ღია ცის ქვეშ მოეწყობა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მონპლეზირის ტერიტორიაზე.
წარმოდგენილი იქნება ფელინის 5 ფილმი:
10 აგვისტო - "გზა"
11 აგვისტო - "ტკბილი ცხოვრება"
12 აგვისტო - "კაბირიას ღამეები"
13 აგვისტო - "8/2"
14 აგვისტო - "ამარკორდი"
რეტროსპექტივა დიდი იტალიელი რეჟისორის იუბილეს - დაბადებიდან 95 წლისთავს ეძღვნება.
ჩვენება ფელინის კინოსამყაროს ამსახველი მცირე პერფომანსით გაიხსნება.ყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე.  დასწრება უფასოა.
ჩვენებას ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ქუთაისის კულტურულ ახალგაზრდული ცენტრი აწყობს. იგი აღნიშნულ ღონისძიებას 1970 ლარის სანაცვლოდ განახორციელებს.


Print