ახალი ამბები
ქუთაისში გაზის გაჟონვის შედეგად მამაკაცი დაშავდა
FaceBook
აფეთქება მოხდა ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩის # 86 ნომერში. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.

მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეზობლების თქმით, დილის ათი საათისთვის ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

ვარაუდობენ, რიმ დილით მამაკაცმა სიგარეტს მოუკიდა, რა დროსაც ძლიერი აფეთქება მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს დამწვრობა სახეზე აქვს მიღებული.
Print