ანონსი
ვინ მოკლა ლევან აბზიანიძე ? - საპროტესტო აქცია დღეს საოლქო პროკურატურასთან გაიმართება
FaceBook
„ლევან აბზიანიძე იძულებითი ნარკოტესტირების მსხვერპლია“ , „ზრუნვა და არა დასჯა“, ამ სლოგანებით უკვე ერთი კვირაა აქციები იმართება ქუთაისის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან.
აქციის ორგანიზატორები, სახელოსნო პრაქსისის წევრები და სხვა აქტივისტები, სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, როგორც კონკრეტული შემთხვევის  ლევან აბაზიანძის საეჭვო გარემოებებში დაღუპვასთან დაკავშირებით, ასევე, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ათასობით მსხვერპლს აჩენს, მიაჩნიათ აქციის მონაწილეებს.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ლევან აბზიანიძე, დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციელებმა ნარკოშემოწმებაზე წაიყვანეს. გარდაცვალებამდე აბზიანიძემ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მას სამი აბი შარდმდენი იძულებით დაალევინეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ახლობლების განცხადებით, აბზიანიძე ნარკოლოგიურში მოტყუებით წაიყვანეს.
დღეს 10 ივლის აქცია საოლქო პროკურატურასთან (იუსტიციის სახლის გვერდით) 17 საათზე გაიმართება
"შემოგვიერთდით, ჩვენი სოლიდარობა მნიშვნელოვანია! - აღნიშნავენ აქციის მონაწილენი.

Print