ანონსი
ქუთაისის მერია სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
FaceBook
ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა  დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების X-XI კლასების მოსწავლეებისათვის ცხადდება კონკურსი "პოეზიის ცისფერი ყანწები".
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, "ცისფერყანწელთა" შემოქმედების პოპულარიზაცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ესსე სამსახურის ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it  ან მიიტანონ ნაშრომი ქუთაისის მერიაში მისამართზე: რუსთაველის ქ.N3, მე-2 სართული, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. (აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილ ესსეს ან ლექსს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია: ავტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, სკოლის ნომერი, პირადი და სკოლის ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი).
ნაშრომების გაგზავნის ბოლო ვადაა 2015 წლის 21 სექტემბერი.
Print