ანონსი
ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ! - ქუთაისში აქციების ერთკვირიანი ციკლი გაიმართება
FaceBook
"აქცია გულისხმობს ლევან აბზიანიძის საქმის დაბრუნებას საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში, რადგან ეს საქმე, რომელიც ჩვენი აზრით იყო მკვლელობა, ინფორმაციული ნაკადიდან გაძევებულია".
ვინ მოკლა ლევან აბზიანიძე? - ეს წარწერა ქუთაისის ქუჩების ქვაფენილებსა და კედლებზე რამდენიმე დღეა რაც გამოჩნდა. ქუჩის წარწერებში გამოჩნდა კითხვაზე პასუხიც. კითხვის ავტორები მვლელობაში სახელმწიფოს ადანაშაულებენ. სახელმწიფოს, რომელიც წარწერების ავტორების აზრით, საკუთარი ნარკოპოლიტიკით აჩენს ათასობით წამების მსხვერპლს. ლევან აბზიანიძის ნარკოტესტირება ფატალური შედეგით დასრულდა. სწორედ ამ შედეგს ახსენებენ სახელოსნი "პრაქსისის" წევრები სხვა აქტივისტებთან ერთად საზოგადოებას წარწერებითა და აქციებით.
"აქცია გულისხმობს ლევან აბზიანიძის საქმის დაბრუნებას საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში, რადგან ეს საქმე, რომელიც ჩვენი აზრით იყო მკვლელობა, ინფორმაციული ნაკადიდან გაძევებულია. ჩვენი მიზანია ლევან აბზიანიძის საქმის მაგალითზე ვუჩვენოთ იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკის გაუქმების აუცილებლობა და ამავე საქმის დაკვალიფიცირება სს კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას...ჩვენ პრინციპულად ვამბობთ უარს საკითხის მსუბუქი ფორმით დასმაზე, რაც გულისხმობს შარდზე აქცენტის გაკეთებას და სხვადასხვა მხიარულ პროტესტებს, რასაც ყურადღება ძირითადიდან არაძირითადზე გადააქვს"- აღნიშნავენ პრაქსისის წარმომადგენლები.
შეხსნებებს დაეთმობა აქციების ერთკვირიანი ციკლი, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების წინ გაიმართება:
4 ივლისი, 16:00 - იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველ;.
5 ივლისი, 16:00 - მესხიშვილის სახელობის თეატრი;
6 ივლისი. 18:00 - საქართველოს პარლამენტი;
7 ივლისი, 18:00 - ქუთაისის საქალაქო სასამართლო;
8 ივლისი, 18:00 - საპატრულო პოლიცია;
9 ივლისი, 18:00 - პროკურატურა;
10 ივლისი, 18:00 - ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო.

Print