ანონსი
ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერისთვის ემზადებიან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ვერდის "რიგოლეტოს" პრემიერა გაიმართება.

პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრის იუბილეს მიეძღვნება. 27 დეკემბერს თეატრის გახსნიდან 48-ე წელი სრულდება.

"უკვე ტრადიციად გვექცა, რომ ამ დღეს, 27 დეკემბერს ვამთხვევთ პრემიერას. ვდგამთ „რიგოლეტოს“ რომელიც არის ყველასთვის სასურველი სპექტაკლი თავის რეპერტუარიშ. შევეჭიდეთ ამ ოპერას გვყავს ძალიან კარგი სადადგმო ჯგუფი", - აღნიშნავს ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.


სპეტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვრები თეო კუხიანიძე , ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.

საპრემეირო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი, სულხან გველესიანი, გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი და სხვა.




"რიგოლეტოს" დადგმა კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print