ანონსი
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში „რიგოლეტოს“ პრემიერა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.

27 დეკემბერს ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს" პრემიერა გაიმართება. პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრის იუბილეს მიეძღვნება. 27 დეკემბერს თეატრის გახსნიდან 48-ე წელი სრულდება.
"ქუთაისი ოპერის თეატრის რეპერტუარში ჯუზეპე ვერდის მხოლოდ ერთი დადგმა "ტრავიატა" იყო. შესაბამისად აუცილებელი და ძალიან საჭირო გახლდათ "რიგოლეტოს" დადგმა", - აღნიშნავენ ქუთაისის ოპერის თეატრში.

სპეტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვრები თეო კუხიანიძე , ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე.

საპრემეირო სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი, სულხან გველესიანი, გერმანიაში მოღვაწე ქუთაისელი სოპრანო მარიამ კუბლაშვილი და სხვა.

"რიგოლეტოს" დადგმა კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.



Print