ანონსი
სტიქიით დაზარალებულთათვის ნივთები ხვალ ქუთაისის მერიასთანაც შეგროვდება
FaceBook
ხვალ, 15 ივნისს, 10 საათიდან ქუთაისის მერიასთან მოხდება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთების შეგროვება და თბილისში გაგზავნა.
ინიციატორი ქუთაისის მერიაა. "პირველადი მოხმარების ნივთების მოტანა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების სურვილი აქვს. მერია უზრუნველყოფს ტრანპორტირებას და შეგროვებული ნივთების თბილისში გამგზავრებას" - აცხადებენ მერიაში.
ქუთაისის მერიასთან ნივთების შეგროვება 17 საათამდე გაგრძელდება.
ქუთაისის მერიის გარდა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების შეგროვება დღეს დაიწყო ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა.
ცენტრის ინიციატივით, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ხვალ ტანსაცმელს და საკვებს გაუგზავნიან.
"ქუთაისში ახალგაზრდულ ცენტრში გროვდება ტანსაცმელი და საკვები, რომელიც მალე არ ფუჭდება. ხვალ, დილით ადრე გავგზავნით თბილისში. დაგვიკავშირდით! თუკი, რომელიმე უსახლკაროდ დარჩენილი გადაწვეტს ქუთაისში წამოსვლას, ჩვენ მზად ვართ დავაბინავოთ და უზრუნველვყოთ მათი საცხოვრებელი!", - ნათქვამია ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლების მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდულ ცენტრში (ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში" ირ.აბაშიძის 14ა) საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტანსაცმელსა და საკვების შეგროვება 12:00 სთ- მდე გაგრძელდება.


Print