ანონსი
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ლიტერატურულ კონურსს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს: ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი" .

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია: ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა; ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა; ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება; ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება.

კონკურსის თემატიკა: შემოდგომა, გიორგობისთვე. წარმოადგენს. ჟიურის შემადგენლობა: თანამედროვე მწერლები, სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები, მკითხველები, პროფესიონალი ლიტერატორები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება წინა წლის გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა ასაკის ავტორს. კონკურსის პირობები: კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ფორმატი შეზღუდული არ არის.

ორგანიზატორები მიუთეთებენ ნაწარმოების ტემატიკას, რომელიც აუცილებლად უნდა ასახავდეს შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკას.

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა გამოაგზავნონ 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, სათაურით: ,,ლიტერატურული კონკურსი"( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .)

გამარჯვებული გამოვლინდება 8 დეკემბერს. საუკეთესოდ მიჩნეული ნაწარმოების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომით, სპეციალური პრიზით და მიენიჭება "ჭადრის ოქროსფერი ფოთლის" ლაურეატის ტიტული. კონკურსის კიდევ 2 საუკეთესო მონაწილეს გადაეცემა დიპლომი და ფასიანი საჩუქრები. ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუკეთესო პოეტური ნაწარმოებების პატარა წიგნად გამოცემას.

Print