ანონსი
„შემოდგომის წყალტუბოს“ დღესასწაულზე ნიაზ დიასამიძე და 33ა დაუკრავს (პროგრამა)
FaceBook
4 ნოემბერს, წყალტუბოში ტრადიციული, სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო" და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი "ფუძეობა" გაიმართება.

აღნიშნული ღონისძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და ტურისტული კომპანია GeoTourist––ის, მხარდაჭერით მოეწყობა.
წყალტუბოს გამგეობის ინფორმაციით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო ,,პლაზასა"" და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქი მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება იმერული ფაცხები, გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, მარათონი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ფესტივალში მონაწილეობენ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები. წყალტუბო მასპინძლობს დამეგობრებული ქალაქის სალდუსის ოფიციალურ დელეგაციასა და სახალხო ანსამბლს ,,BANDAVA""
გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტის CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით ჩატარდება გრანდიოზული კონცერტი, მაყურებლის წინაშე წარდგება ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა.

10.00.სთ - სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა რეგისტრაცია.
(ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი)

11:00 სთ - საზეიმო პარაკლისი ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში.
სტუმრების დალოცვა და საჩუქრების კურთხევა.
11:15 სთ- ა(ა)ი პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით, სკოლა ,,ოცნების'' წინ გაიმართება საქველმოქმედო აქცია-,,გააჩუქე სათამაშო'', რომელშიც იმერეთის მხარის სამოქალაქო კლუბების მოხალისეები ჩაერთვებიან.

11:30 სთ - ოფიციალური შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან
(წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
12:00 სთ - მარათონი - პარკის ირგვლივ. ფერადი კვამლებით.
12:30 სთ- ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში კოსტიუმირებული პერფორმანსი.
13.00.სთ - შემოდგომის ხეივანში კოსტიუმირებული მსვლელობა (წყალტუბოს საჯარო და კერძო სკოლების, სპორტსმენების, წყალტუბოში მოქმედი ორგანიზაციების და
ფოლკლორული კოლექტივების მონაწილეობით)
13.15 სთ - შემოდგომის ხეივანში ოფიციალური დელეგაციის შემოსვლა
ბავშების დახვედრა - მუსიკალური წარმოდგენა
სტუმრების მიერ ბანერის მორთვა საშემოდგომო თაიგულებით
14.00 სთ - ღონისძიებები ფაცხებში.
სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება
15.00 სთ. - რეგიონალური ფოლკლორული კონცერტი
საპატიო მოქალაქეების და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებლთა დაჯილდოვება;
16.00 სთ. - გამოფენები შემოდგომის ხეივანში:
წიგნების გამოფენა - გაყიდვა;
ქართული ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა;
სამუზეუმო გაერთიანების მიერ მოწყობილი გამოფენა;
ა(ა)იპ "ტურიზმის ცენტრი"-ს მიერ მოწყობილი გამოფენა -Bოდყ არტ ;
ყვავილების გამოფენა - გაყიდვა
16.30 სთ - ქართული სამზარეულოს დაგემოვნება (კულინარიული გამოფენა)
17.00 სთ - საზეიმო კონცერტი ნიაზ დიასამიძე და 33ა)
ფოიერვერკი

Print