კვირის თემა
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
სრულად
21:33 / 28.12.2018
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
სრულად
22:08 / 09.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
სრულად
17:09 / 10.01.2019

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ინტერვიუ
„წინა თაობის ხალხთან შედარებით, ბევრად თავისუფლები ვართ“ - ლექსო რატიანი
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.


მსმენელი იგრძნობს, რომ ეს მუსიკალურად მრავალფეროვანი და მდიდარი "ტერიტორია"თავისუფალია ავტორიტეტებიდან, წარსულის აჩრდილებიდან, მავნე მითებიდან...

ლექსო საკუთარი თაობის ყველაზე საინტერესო მხარეებს აჩვენებს. ასევე იმ საუკეთესოსაც არ კარგავს, რაც მამებისა და ბაბუების თაობიდან მემკვიდრეობით მიიღო.

მოკლედ, მის მუსიკას შეუძლია პესიმიზმიც გააქროს და უნებურად და დიდი ალბათობით, ისიც გაფიქრებინოთ,რომ ცხოვრება მშვენიერია.

ქუთაისიპოსტის სტუმარია მუსიკოსი ლექსო რატიანი.



- ბავშვობაში რა გიყვარდაო ვერ გკითხავ. ჯერ ისევ ბავშობაში ხარ. თუმცა ალბათ მაინც შეიძლება "ადრე" და "ახლა" პერიოდებზე საუბარი. მოკლედ, რა იყო მუსიკა შენთვის, როცა პირველი სიმღერა დაწერე და რა შეიცვალა დღეს? რა ცვლილებებს ამჩნევ დამოკიდებულებებში?

-გიტარა ხელში ცხრა წლისამ ავიღე, და პირველი სიმღერა მალევე დავწერე. იქიდან მოყოლებული, რაც მეტს ვიგებ, მით უფრო მალ-მალე მეცვლება დამოკიდებულებები. თავიდან ყველაფერს ინტუიციურად ვაკეთებდი. ახლა კი, რაც მეტს ვსწავლობ, მით უფრო ადვილი ხდება სიმღერის კონტროლი და სასურველი მიმართულებით წაყვანა.

- რომელ სიმღერაში (სიმღერებში), რომელ მუსიკალურ კომპოზიციაში თვლი, რომ მიაღწიე მიზანს და სწორედ ის გამოვიდა, რაც გინდოდა?

- წინასწარ არასდროს ვიცი, რა გამოვა რაიმე სიმღერის მასალისგან. სტილში და ფორმაში არ ვიზღუდავ თავს და ერთადერთი, რასაც ვცდილობ, არის რომ ყოველ სიმღერაში თუნდაც პატარა დეტალი იყოს ჩემთვისვე ახალი, გაუგებარი და საინტერესო.




- საქართველოში დიდხანს მუშაობდა და ახლაც ძალაშია "ნიჭიერისა და ზარმაცის" მითი. თითქოსდა "უმი ნიჭიერება" საკმარისია მნიშვნელოვანის შესაქმნელად, შრომისმოყვარეობა რაღაცნაირად სტიგმატიზებულიც იყო, უმეტესად მაინც "უნიჭოების" საქმიანობად მიიჩნეოდა. შენ როგორ უყურებ შრომას? რამდენად მნიშვნელოვანია იგი?

- შრომა და ნიჭი ერთმანეთის განმაპირობებელი ფაქტორებია და ვერაფრით ვიტყვი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. მე თვითონ მუსიკის კეთებას შრომად ვერასდროს აღვიქვამდი და ეს უნარი დიდად არ განმივითარდა. ახლა ვხვდები, რომ ზოგ საქმეში დიდი დროის და ენერგიის ჩადებაა აუცილებელი, რათა პატარა შედეგი მაინც გამოიღოს.

- რით არ გავხართ მამების თაობას? რა გაოცებთ მათში?

- წინა თაობის ხალხთან შედარებით, ბევრად თავისუფლები ვართ, ბუნებრივია. უფრო მეტად მსგავსებები მაოცებს ხოლმე მათსა და ჩვენს შორის.

- ავტორიტეტებს როგორ უყურებ?

- არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ მყავს ავტორიტეტი და, შესაბამისად , ვერანაირად ვერ ვუყურებ.

- არის ადამიანი ვისი აზრიც ყველაზე მეტად გაინტერესებს, როდესაც რაიმე ახალს დაწერ?

- არამგონია ერთი კონკრეტული ადამიანის აზრი იყოს გადამწყვეტი. თუმცა სანამ ჩემი ოჯახის და ახლო მეგობრების შეფასებებს არ მოვისმენ, ბოლომდე დარწმუნებული არასდროს არ ვარ ხოლმე ახალ სიმღერაში.




- დღეს საქართველოში თუ იქმნება შენთვის საინტერესო მუსიკა?

- კი, არის რამდენიმე ბენდი თუ არტისტი, რომელიც ცდილობს ახალი მუსიკა გააკეთოს. მუსიკა, ზოგადად, ფართო ცნებაა. შეიძლება ბევრად მეტნიც არიან, უბრალოდ მე ეს რამდენიმე მესაინტერესოვება.

- მე-20 და 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვან პერიოდს, მუსიკალურად მნიშვნელოვანს, რომელს გამოყოფ?

- როგორც ბევრისთვის, ასევე ჩემთვისაც ალბათ 60-70-იანი წლები უმნიშვნელოვანესი პერიოდია თანამედროვე მუსიკის ისტორიაში.

- რომელი ავტორია შენთვის ტექსტითა და მუსიკითაც გამორჩეული და საინტერესო?

პირველი ასეთ მომენტებში ლეონარდ კოენი მახსენდება. დღემდე ახერხებს, რომ ასჯერ მოსმენილი სიმღერით ასმეერთეჯერაც გამაოცოს.

- მუსიკის გარდა კიდე რაიმე გატაცება თუ არის შენს ცხორვებაში?

- სხვადასხვა პერიოდებში მაქვს ხოლმე პატარ-პატარა სხვა გატაცებებიც. არაფერი გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი.

- მსოფლიოში, კერძოდ დასავლურ მუსიკაში მიმდინარე პროცესებს რამდენად ვუბამთ მხარს?

- თანამედროვე სამყარო გვაძლევს საშუალებას ახლა და ამ წუთას ვიცოდეთ რა ხდება მსოფლიოში. შესაბამისად, ქართული კულტურა და მუსიკაც იზიარებს დასავლური სამყაროს ძირითადად ტენდენციებს. თუ ყოველთვის არ იზიარებს, ყოველ შემთხვევაში, აქვს საშუალება და მცდელობა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
14:22 / 19-01-2019
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა–ბაღების ოთხი მენეჯერი გაათავისუფლეს.
11:35 / 19-01-2019
დღეს, 19 იანვარს 11:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
08:52 / 19-01-2019
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება,
15:55 / 18-01-2019
მსგავსი სიახლეები






რატომ ევროპა? - ეს კითხვა ხშირად გაისმის. მიუხედავად იმისა
რომ გარკვევით ითქვა  ქართველი ვარ და მაშასადამე
ევროპელიც.
რატომ ევროპა? - ეს კითხვა ხშირად გაისმის. მიუხედავად იმისა რომ გარკვევით ითქვა  ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელიც.
11:48 / 11.09.2018






ივლისის ბოლოს ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის მიზანი ქალაქში ლიტერატურული ამინდის შეცვლა და პროცესების
გამოცოცხლება გახლდათ.ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობდნენ
ორგანიზატორები. 
ივლისის ბოლოს ქუთაისში ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მიზანი ქალაქში ლიტერატურული ამინდის შეცვლა და პროცესების გამოცოცხლება გახლდათ.ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრობდნენ ორგანიზატორები. 
15:42 / 01.08.2018






ქუთაისში თითქმის ერთი თვეა ფუნქციონირებს კატო მიქელაძის სკოლა,
სადაც ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება სემინარები ე.წ. ქალთა
საკითხებზე.
ქუთაისში თითქმის ერთი თვეა ფუნქციონირებს კატო მიქელაძის სკოლა, სადაც ყოველკვირეულ რეჟიმში ტარდება სემინარები ე.წ. ქალთა საკითხებზე.
10:45 / 04.07.2018






სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრე
დაასახელა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოსაყდრე დაასახელა.
12:50 / 30.11.2017






ქართული ფაშიზმი და ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, სიძულვილის ენა და
გამოხატვის თავისუფლება.
ქართული ფაშიზმი და ე.წ. ლგბტ პროპაგანდა, სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება.
12:45 / 19.11.2017
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.