ინტერვიუ
მირიან გამრეკელაშვილი - საპატრიარქოს სურს არსებობდეს მეტი ტაბუ რელიგიასთან მიმართებაში
FaceBook
საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს "რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებს.
აღნიშნული განცხადება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ქრისტესთან დაკავშირებულ ხუმრობას და კომპანია "აიისას" პროდუცციაზე თამარ მეფის, ქართლის დედისა და სხვა გამოსახულებებს მოყვა.

საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშული იყო, რომ " ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები".

რას წარმოადგენს ცნება "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" და რამდენად გააჩნია მას "თეოლოგიური შინაარსი"?

ამ კითხვით თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს მივმართეთ.

- თავად ეს ტერმინი უფრო იურიდიული სფეროს განეკუთვნება და მას თეოლოგიური შინაარსი ნაკლებად გააჩნია. თეოლოგიური თვალსაზრისით, რწმენა ინდივიდუალური თვისება და მდგომარეობაა, ხოლო ქრისტიანობის მიხედვით თუ რწმენის გამო დაგცინიან, ასმაგია შენი ღვაწლი ასეთ გარემოში. შესაბამისად, "რელიგიურ გრძნობებზე" თეოლოგიური სახით ძნელად თუ ვიმსჯელებთ.

- იუმორზეც მინდა ვიკითხო, რა ადგილი უჭირავს მართლმადიდებელ თეოლოგიაში იუმორს და ხუმრობას? არსებობს თუ არა ბიბლიური ანეკდოტები?

- ქრისტიანობა და განსაკუთრებით მისი აღმოსავლური განშტოება, არასოდეს არ კრძალავდა იუმორსა და ამგვარი ხერხით გამოთქმულ მოსაზრებას, რომელსაც სიმართლის წარმოჩინება უდევს საფუძვლად. ბიბლიაში მრავლადაა, ამგვარი პასაჟები. ასევე მდიდარია თავად ქრისტიანობის ისტორიაც და თანამედროვე ყოფაც.

- საპატრიარქო სახელმწიფოს "რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფისკენ" მოუწოდებს. რას შეიძლება გულისხმობდეს ეს?

- საპატრიარქოს კარგად ახსოვს ის სიმწარე, რაც კომუნისტური რეჟიმის დროს, ეკლესიის ავად გამასხარავების გამო იწვნია, შესაბამისად, როდესაც რომელიმე შემთხვევას საზოგადოების ნაწილი მწვავე პროტესტით ხვდება, იგი ცდილობს ეს მუხტი აითვისოს. როგორც ყოველთვის ის ცდილობს საკუთარი საქმე სახელმწიფოს გააკეთებინოს, მაგრამ რამდენად სწორად არის შერჩეული ამ შემთხვევაში პარტნიორი ძნელი სათქმელია. ცხადია, საპატრიარქოს სურს, არსებობდეს მეტი ტაბუ რელიგიასთან მიმართებაში და ისინი სახელმწიფო დონეზე იყვნენ გარანტირებულები.


FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის ცენტრალური მოედნის
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს მიმდინარე
თვის ბოლომდე ხელახლა გამოაცხადებს.
12:27 / 03.06.2019

ზესტაფონის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს მიმდინარე თვის ბოლომდე ხელახლა გამოაცხადებს.

ტყიბულში კაცი ცოცხლად დაიმარხა.
მეშახტე, ქვანახშირის კარიერში.
09:30 / 30.05.2019

ტყიბულში კაცი ცოცხლად დაიმარხა. მეშახტე, ქვანახშირის კარიერში.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეტარი  50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.
ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა  #60-ში მცხოვრები ეფრემიძეები დახმარებას ითხოვენ.
"ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის მერიამ უფასო ავტობუსები გამოიყო.
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ  მარკოიძეს,  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარიანი  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამაგრილებელი სასმელების მაცივარი გატეხეს.
"ტორპედოს" შენი მხარდაჭერა ისე სჭირდება, როგორც არასდროს“ - ამ სლოგანით კლუბი გულშემატკივრებს 18 ივლისს, ევროპა ლიგის მატჩზე  დასწრებისკენ მოუწოდებს.
კაფე ,,სავანეს’’ მეპატრონეები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში  გააპროტესტებენ.
ქუთაისის მერია პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი წულაიას ბრიფინგს პასუხობს.