ფოტო
ქუთაისის ცენტრში ორსართულიან ტაძარს მალე გუმბათს დაადგამენ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მშენებარე ორსართულიანი ტაძრის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
უკვე მოწყობილია ტაძრის მიწისქვეშა სართული, ამოყვანილია მეორე სართულის კედლებიც. რამდენიმე დღეში კი გუმბათის გაკეთება დაიწყება.

საქმის მწარმოებლის ნიკო კუჭუხიძის თქმით, რკინა-ბეტონის სამუშაოები 3-4 თვეში დასრულდება. საბოლოო სახეს კი  ტაძარი 2- 3 წელში მიიღებს.

ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძრის მშენებლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის მიხედვით,  მიწისქვეშა სართულზე, რომელიც ბაგრატ მესამეს სახელზე შენდება, ბაზილიკური სტილის დამოუკიდებელი ტაძარი იქნება. ხოლო, მეორე სართული დავით აღმაშენებლის სახელობის  ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იქნება.









ცენტრალური მოედანზე, "მაკდონალდსის" უკან, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

ტაძრის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ცენტრალურ მოედანზე, განსაკუთრებით კი "მაკდონალდსის" უკან, მისი აშენების საჭიროება არ იყო.


ამავე თემაზე:


ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)


Print