ჩვენ შესახებ
"ქუთაისიპოსტი" - ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლია ენდო
FaceBook
საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ www.kutaisipost.ge-ზე.

"ქუთაისიპოსტი" დაფუძნებულია ააიპ ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი"-ს მიერ.

"ქუთაისიპოსტი" 5 თვეა რაც გამოჩნდა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს მედიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ეს არის გაზეთ "ახალი გაზეთისა" და საინფორმაცი სააგენტო ნიუპრესიდან წამოსული თანამშრომლებით (აღნიშნული მედიასაშუალება დატოვა ყველა თანამშრომელმა) დაკომპლექტებული გუნდი.

"ნიუპრესიდან" წამოსვლის შემდეგ (გასული წლის სექტემბრის ბოლო), გუნდი არ დაიშალა და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის შექნისთვის მოძებნა გზა, პირველ ეპატზე ბლოგი გაეკეთებინა. დაიწყო მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე.

გასული წლის 15 ოქტომბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება "ქუთაისიპოსტ"-ის სახელით, აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (www.kutaisipost.wordpress.com).

მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან კი ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა  ვებ-გვერდზე (www.kutaisipost.ge) გააგრძელოს ფუნქციონირება.

გვადევნეთ თვალი kutaisipost.ge- ზე. აქ გათავსდება ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. (საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში) 
ასევე, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი – kutaisipost და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად

KutaisiPost
Print