ჩვენ შესახებ
"ქუთაისიპოსტი" - ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლია ენდო
FaceBook
საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" არის დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ახალი ამბები ქუთაისიდან და იმერეთის რეგიონიდან, ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერვიუ, ბლოგები და ბევრი სხვა, მრავალფეროვანი რუბრიკები შეგიძლიათ იხილოთ www.kutaisipost.ge-ზე.

"ქუთაისიპოსტი" დაფუძნებულია ააიპ ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრი"-ს მიერ.

"ქუთაისიპოსტი" 5 თვეა რაც გამოჩნდა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენს გუნდს აქვს მედიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. ეს არის გაზეთ "ახალი გაზეთისა" და საინფორმაცი სააგენტონიუპრესიდან წამოსული თანამშრომლებით (აღნიშნული მედიასაშუალება დატოვა ყველა თანამშრომელმა) დაკომპლექტებული გუნდი. "ნიუპრესიდან" წამოსვლის შემდეგ (გასული წლის სექტემბრის ბოლო), გუნდი არ დაიშალა და დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის შექნისთვის მოძებნა გზა, პირველ ეპატზე ბლოგი გაეკეთებინა. დაიწყო მუშაობა მოხალისეობრივ საწყისებზე.

გასული წლის 15 ოქტომბრიდან დავიწყეთ ფუნქციონირება "ქუთაისიპოსტ"-ის სახელით, აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (www.kutaisipost.wordpress.com).

მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან კი ჩვენს გუნდს უკვე აქვს შესაძლებლობა  ვებ-გვერდზე (www.kutaisipost.ge) გააგრძელოს ფუნქციონირება.

გვადევნეთ თვალი kutaisipost.ge- ზე. აქ გათავსდება ინფორმაცია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. (საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში) 
ასევე, გვადევნეთ თვალი სოციალურ ქსელში, მოიწონეთ ჩვენი facebook გვერდი – kutaisipost
და გაეცანით ყველა სიახლეს ოპერატიულად

KutaisiPost
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






კომპანია
10:40 / 03.11.2018
კომპანია "დატაკომი" ქუთაისში, ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.






ტოპ
10 ადგილი იმერეთში, სადაც ქალაქში ჩამოსულ
სტუმარს შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ.
10:00 / 24.02.2018
ტოპ 10 ადგილი იმერეთში, სადაც ქალაქში ჩამოსულ სტუმარს შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ავარიის შედეგად ავტომობილი დაიწვა. აალებული ავტომობილიდან მჯდომი სამი პირის გადმოყვანა ადგილობრივებმა მოახერხეს. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოდიოდა, რა დროსაც მოცურდა და პალმების ხეივანში ავარდა. ავტოავარიის შედეგად ასევე დაზიანებულია სამი პალმა. "ამ მანქანის უკან მყოფი მანქანაც ამობრუნდა, თუმცა იქაც ყველა გადარჩა საბედნიეროდ," – ამბობენ თვითმხილველები. სამაშველო ბრიგადის მისვლამდე ადგილობრივებმა მოახერხეს ცეცხლის ცეცხლმაქრით ჩაქრობა. ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ცნობილი ქართველი მოღვაწეების შემოქმედების აღმიშვნელი საინფორმაციო აბრები გამოჩნდა.
26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
წყალტუბოში  ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ.
2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ გაფიცულ მაღაროელებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
მიმდინარე წლის 23 მაისის 19:30 საათიდან - 24 მაისის 07:30 საათამდე, ჭიათურის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.