ბლოგები
სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეცვალეს ამერიკა
FaceBook
აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შეერთებულ შტატებში ყველაზე მაღალი უფლებები აქვთ გადანაწილებული. მაგრამ, არის ხშირი შემთხვევები, როცა მესამე შტო ახდენს იმ ძირეულ გარღვევას სისტემებში თუ პრობლემებში, რასაც პირველი და მეორე ხელისუფლება ვერ ახერხებს.

დღეს ქვეყნის უმაღლესი ორგანოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე გესაუბრებით, რომლებმაც შეცვალეს და მიმართულება უცვალეს ამერიკას.

აბრამსი - შეერთებული შტატების წინააღმდეგ



ახლანდელი გადმოსახედიდან ეს ამერიკული დემოკრატიის ირონიად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ომის დროს ფედერალურმა მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის ფასეულობებს, მათ შორის თავისუფალ სიტყვას. პირველი მსოფლიო ომის დროს საკანონმდებლო ორგანომ მიიღო "შეურაცხყოფის აქტი", რომელმაც დანაშაულად გამოაცხადა "თვითნებური, ბეჭდური, დაწერილი ან გამოქვეყნებული, ნებისმიერი არაგონივრული, არაწმიდა, სასირცხვილო ან შეურაცხმყოფელი ენა" აშშ-ს მთავრობის ფორმის შესახებ.

მალევე, ამ კანონის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულში ბევრი მამაკაცი და ქალი დააპატიმრეს, მათ შორის სოციალისტების საპრეზიდენტო კანდიდატი ევგენი ვ. დებსი და ჯაკობ აბრამსი.
აბრამსი რუსი ემიგრანტების ჯგუფთან ერთად დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დაპატიმრების საჩივარი წარუმატებლად მიიჩნია სასამართლომ და თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ წინააღმდეგობის გაწევის მიზნით და მათი ქმედებები გახლდათ მკაფიო. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დღესაც მაგალითად გამოიყენება, როცა საქმე ეხება ჩინოვნიკ მოღალატეებს, რომელთაც სახელმწიფო სამსახურის საიდუმლო გარეთ გამოაქვთ.

ნიუ-იორკ თაიმს კომპანია - შეერთებული შტატების წინააღმდეგ



ეს საქმე ერთ-ერთი ზერეზონანსული გახლდათ ამერიკის ისტორიაში. ვიეტნამის ომში, რომელშიც ამერიკის მონაწილეობაზე არაერთგვაროვანი რეაქცია იყო ხალხში, მეტი და მეტი ამერიკელები იღუპებოდნენ. სრულიად გაურკვეველი და აღრეული იყო ტელევიზიებისა და პრესის დამოკიდებულება და ნიქსონის ადმინისტრაციას უკიდურესი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ აქცევდნენ, რომ ომი დასრულებულიყო. იმ მასალებში, რომლებიც მაშინ "ნიუ-იორკ თაიმსში" ქვეყნდებოდა, უნებურად თუ განზრახულად, ხდებოდა საიდუმლო მასალების გაჟონვა, რომელსაც ნიქსონის ხელისუფლება სახელად არქმევდა "ეროვნული უსაფრთხოების დარღვევაში პრესის მონაწილეობას" და ცდილობდა ცენზურას.

პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო ორ დაქვემდებარებულ სასამართლოებთან შეთანხმდა და არ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ფაილების გამოქვეყნება შეიცავდა მძიმე და გამოუსწორებელ საფრთხეს.

მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენტაგონის ნაშრომების გამოაქვეყნება ხელს შეუწყობდა მეცნიერებსა და ისტორიკოსებს, უკეთ შეეცნოთ ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჰეგემონიული ძალის, როლი სამხრეთ ვიეტნამის შექმნაში.

დამოუკიდებელ ბიზნესმენთა ფედერაცია - ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ



ამ სიაში მოხვდა უზენაესი სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებაც, რომელმაც სრულად შეცვალა ამერიკის ჯანდაცვის სისტემის მიდგომები. ეს ცვლილებები დღეს "ობამა-ქეარის" სახელითაა ცნობილი, ხოლო მისი გრძელი სათაურია "იაფი ჯანდაცვის ყველასათვის ხელმისაწვდომის აქტი", რომელიც ერთ-ერთ ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს ობამას პრეზიდენტობისა. ამ გადაწყვეტილებით ჯანდაცვის დაზღვევა ყველასათვის სავალდებულო და ხელმისაწვდომი ხდება, მკაცრდება რეგულაციები სადაზღვევო კომპანიების მიმართ და ეკრძალებათ დაზღვევის შეწყვეტა სასიკვდილო დაავადების მქონე პაციენტების მიმართ, რომელ პრაქტიკასაც მრავალი კომპანია წლობით წარმატებით იყენებდა.

თუმცა, კანონპროექტის მთლიანობა დააყენეს ეჭვქვეშ და მალე უზენაეს სასამართლოსაც მიმართეს. თუ კანონპროექტი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა, იგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადით არჩევითობის შანსებს. 2012 წელს, მოსამართლეებმა ხმა მისცეს 5-4-ის წინააღმდეგ და კონსტიტუციურად ცნეს. ახლა კანონი საშუალებას აძლევს თითქმის 30 მილიონ ამერიკელს მიიღონ ჯანდაცვა.

ბრაუნი - განათლების საბჭოს წინააღმდეგ



ალბათ, ყველაზე ცნობადი და დღემდე ისტორიული გადაწყვეტილებაა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბრაუნის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ითქვას, მოხდა აზრობრივი რევოლუცია და აფრო-ამერიკელებს უფლება მიეცათ მათაც მიეღწიათ ბედნიერებისათვის. სასამართლომ გააუქმა ადრინდელი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება "პლესსი ფერგუჟენის წინააღმდეგ" და მოხსნა დოქტრინა "ცალკე, მაგრამ თანაბარი."

შვიდმა მოსამართლემ ერთი წინააღმდეგით აღიარა და გამოაცხადა თეთრკანიანებისა და შავკანიანების თანაბარობა უფლებებში. მოსარჩელე მხარე წარმოადგენდა იმ გოგონას უფლებებს, რომელსაც უწევდა 6 ბლოკის ფეხით გავლა კანზას ქალაქ ტოპეკაში, რომ მიეღწია უახლოეს სასკოლო ავტობუსის გაჩერებამდე, რომ ავტობუსს იგი წაეყვანა კიდევ ერთი მილის მოშორებით შავთა სკოლაში, მაშინ როცა თეთრების ელემენტარული სკოლა ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს იყო, მისი სახლიდან შვიდ ბლოკში.

გადაწყვეტილებას დიდი წინააღმდეგობა მოყვა და ფედერალური ჯარების გამოყენება გახდა აუცილებელი, რომ შავკანიანი ბავშვები ახალ სკოლებში უსაფრთხოდ, სპეციალური ცოცხალი დერეფნების თანხლებით მიეცილებინათ.
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
13:15 / 16.03.2019
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.






ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება
არც თუ ისე უსაფრთხოა.
12:46 / 27.02.2019
ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება არც თუ ისე უსაფრთხოა.

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.