ბლოგები
ქართველი გამომგონებელი, რომელმაც ამერიკას ნაძვისხის სათამაშო შეუცვალა
ახალი წელია და ჩემი სენტიმენტები სხვანაირად "ინთება" აქ, ამერიკაში.
მე ქართველი კობის, გრიგოლ კობახიძის გამოგონებულ ნაძვის ხის მინის სათამაშოებზე მეფიქრება.

მან რომ გამოიგონა და ამერიკას ფუჩეჩით გაკეთებული თოჯინების ნაცვლად პირველი მინის სათამაშო აჩუქა, ეს ისედაც იგუგლება ინტერნეტში.

მაგრამ, აი, ჩემი ეს აღმოჩენა, დღემდე ელოდება დღის სინათლეს.

1934 წელს ამერიკაში გამოსულ მის მინის სათამაშოებზე შვლის ნუკრის ამბავია მოყოლილი. და ეს უიშვიათესი, აი, ძალიან უიშვიათესი საკოლექციო გამოცემაა.

მე მას 15 წელი კარდაკარ ვეძებდი, მეხუთე წელია ჩემს პირად კოლექციაშია და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოშია გამოფენილი, თუ დათვალიერება გსურთ.

რატომაა უიშვიათესი?

ვაჟა-ფშაველამ "შვლის ნუკრის ნაამბობი" 1886 წელს დაწერა, ხოლო ეს ნახატი ამერიკის საახალწლო სათამაშოებზე 1934 წელს გაჩნდა - დისნეის ცნობილი ბემბის მუტფილმის გამოსვლამდე მთელი რვა წლით ადრე.

მე კი მგონია, მაგრამ თქვენც დამიდასტურეთ, ხომ შეიძლებოდა ეს სათამაშო და ვაჟას ის მოთხრობა გამხდარიყო ინსპირაცია 41 წლის უოლტ დისნეისთვის?

ორი სიტყვაც ჯორჯ კობზე, ინტერნეტი რომ გადავსებულა ათასი ჭორ-მართალი ცნობებით:

1920-იანი წლების მულტიმილიონერი იყოო..
უპოვართ აპურებდაო…
მინის ორნამენტები გამოიგონაო.

ეს ყველაფერი ჩვენს სიამაყეს კვებავს და ამის იქით არც არაფერი გვაინტერესებს. მეტი სიღრმეში ჩაყოლა წლებია არც გვიფიქრია, უკვე ათეულ წელზე მეტია ქართველი მეცნიერები ერთი და იგივეს იმეორებენ.

არადა, საამაყოს, თურმე რა გამოლევს.

აი, ეს კობი, გრიგოლ კობახიძე, რაჭის სოფელს თხმორში დაბადებული ბიჭუნა, მილიონერი ნამდვილად არ ყოფილა, ამერიკის მდიდართა ხუთეულში კი არა, ასეულშიც არასოდეს მოხვედრილა მისი სახელი, მაგრამ, აი, საამაყო მართლა ბევრი დაგვიტოვა.

ვინც ვაშინგტონში ორი კვირით მაინც ჩაუჯდება საპატენტო ოფისის დავთრებს და არქივებს, აი იქიდან "გაბღენძილი" სიამაყით გამოვა.

რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ამერიკაში საწერი კალმები რომ გამოიგონეს, ხარვეზები ახლდა. ვერაფრით არეგულირებდნენ, რომ მელანი მხოლოდ დაბლა წამოსულიყო და ჰაერის ბუშტულაკები არ წარმოქმნილიყო. აგრეთვე, მელანი არც ზემოთ წამოსულიყო. ეს ფორმულა ჩვენმა რაჭველუკამ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, გამოიგონა.

რა იცოდა, რომ იმ მაშინდელი ფორმულით გაიკვლევდა გზას უფრო დიდ ლაბირინთში. ვენაში პარენტერალური გზით გასაკეთებელ ამპულებში როგორ ჩაესხათ წამალი ისე, რომ ჰაერი არ მოხვედრილიყო. ამპულის მინის ჩამოსხმის ფორმულა თავიდან ბოლომდე მისი გამოგონებულია.

ფლორიდაში მისი ნაცნობი, ადისონ მაიზნერი ხალხის დასახლებას გეგმავდა. ტენიანი, მაგრამ ტროპიკული ფლორიდა, ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა მეორე სამოთხედ ქცეულიყო. მინის გამძლეობის ფორმულაზე ერთად დაიწყეს მუშაობა მწერალმა გიორგი პაპაშვილმა და კობიმ.

კობიმ მინის გამძლეობის ფორმულაც გამოიგონა და წყალგამძლე ცემენტიც, ხიდების და გვირაბების მშენებლობისას დღესაც რომ იყენებენ.

სასაუბრო მის ასეულ გამოგონებაზე და პატენტზე, ყოველდღიურობა რომ ვერ წარმოგვიდგენია უმისოდ, კიდევ ბევრია, მაგრამ ახლა კარს ახალი წელი მოგვდგომია და სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს, ნაძვისხეზე რომ მინის სათამაშოს მივაბნევთ, გაგვახსენდეს, რომ მსოფლიოს ის ქართველმა მისცა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
2 და 3 აპრილს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
11:39 / 25-03-2019
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.
10:58 / 25-03-2019
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23-03-2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
მსგავსი სიახლეები






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
13:15 / 16.03.2019






ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება
არც თუ ისე უსაფრთხოა.
ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება არც თუ ისე უსაფრთხოა.
12:46 / 27.02.2019






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
23:20 / 25.02.2019






უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად
ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
09:05 / 10.02.2019






რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ
ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
13:56 / 29.01.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.