ბლოგები
მსოფლიო კინოს ლეგენდა, რომელიც ქართულ თილისმას დაატარებდა
შეიძლება დღეს ძალიან ცოტას თუ ახსოვს, რომ მსოფლიო კინოს მრავალი შედევრის, ისეთების, როგორიცაა 1940 წელს ჰოლივუდში გადაღებული "ზოროს ნიშანი" და უფრო ადრე, 1933-ში ეკრანებზე გამოსული "დედოფალი ქრისტინეს" რეჟისორი თბილისში დაბადებული ხელოვანი, მამულეთით მუხრანელი, რუბენ მამულიანია.

15-მდე მსოფლიო შედევრი, დირექტორთა გილდიის ჯილდო, ვარსკვლავი ჰოლივუდ-ბულვარზე, - ეს მხოლოდ მშრალი ჩამონათვალია.

მე არ მოვყვები მის ბიოგრაფიას, დედა რომ თბილისის სომხური თეატრის მსახიობი იყო და მამა ტფილისელი ბანკირი.

არც იმას, რომ მის სახელს უკავშირდება ჰოლივუდში მუნჯური ფილმის გარიჟრაჟზე ორი მიკროფონისა და ორი კამერის დამკვიდრება - მან პირველმა განახორციელა ხმის სინთეზური ჩაწერა ორი მიკროფონით და გამოიყენა ორი კამერა, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე შესძინა. მისი "ზოროს ნიშანის"ვერცერთმა შემდეგ გამოსულმა ვერსიამ შეძლო გადაეფარა ის ნოვატორული ხერხი და შთაბეჭდილება, რაც მის ფერთა გამაში, მის წითელში გამოიხატა.

მაგრამ არის ერთი რამ, რაც ჩემთვის საინტერესოს ხდის ამ სახელსა და გვარს.
და მისი საქართველოსადმი, თბილისისადმი სიყვარულით, კითხვის ნიშანსაც არ ვუსვამ მის ქართველობას.

ამ ყველაფერს პირად საუბრებში მიყვებოდა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე "ილუზიონის" ლეგენდა ოთარ სეფიაშვილი. ვიჯექით მის ნიუ-იორკულ მყუდრო ბინაში და ზამთრის გრძელ ღამეებს თეთრად ვათენებდით.

1960-ში, პირველად რომ შეხვედრია ოთარი მოსკოვის კინო-ფესტივალზე, რუსულად ესაუბრებოდა თბილისზე, მის აღმართ-დაღმართიან რიყის ქვით მოკირწყლულ ქუჩებზე, მტკვარსგაღმა კლდეზე გადმოკიდებული აივნიანი სახლები ისევ თუ დგასო. გაუხსენებია თავისი მამულეთი - მუხრანი და, უცბად, მოულოდნელად ქართულად მოუყოლებია:

"როცა მუხრანში დიდედასთან ჩავიდოდი და ორღობეში გავივლიდი (ეს "ორღობე" სპეციფიკურად ქართულად, რაღაც თავისებური ხაზგასმით წარმოუთქვამს), მეზობელი დედაკაცები ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ: - მამულაანთ კატოს შაქროს ბიჭი მოდისო".

გაოცებისგან პირი დამრჩა ღიაო, მიყვებოდა ოთარი. შემდეგ მითხრაო: დიახ, აგერ ორმოცი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და არ დამვიწყნია ქართულიო. პაპაჩემი და დიდედა (მამის მხრიდან) ისევე როგორც ჩვენი ოჯახის ბევრი ახლობელი და ნათესავი, "მამულაანთნი" ქართულად ვმეტყველებდითო.

1971-ში რუბენ მამულიანს თბილისში ჩასვლის ნება დართეს. სასტუმრო "ივერიის" ოთახში ოთარი მაშინ შესულა, როცა მამულიანი წიგნში, ფურცლებშუა საგულდაგულოდ აწყობდა ხის ფოთლებს. "გუშინ მუხრანში ვიყავი, ჩემს მამულეთში, პაპაჩემის ნასახლარზე ხეხილის ფოთლები დავკრიფე, მინდა თან წავიღოო" - თავი უმართლებია ოთართან.

რუსთაველზე გაუსეირნიათ. ოპერის თეატრთან შადრევანს დაეწაფა თურმე. - აქაურს წყალსაც კი სხვა გემო აქვსო, - საერთოდ, რა გინდაც გაიზარდოს თბილისი, მაინც გამორჩეული კოლორიტის ქალაქად დარჩებაო.

მერე რუსთაველის თეატრში შესვლა უთხოვია. იმხანად რუსთაველის თეატრში ხანძრის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სცენის ოქროცურვილი ჩუქურთმიანი ჩარჩოდან თაბაშირის პატარა ჩამონატეხი შეუნიშნავს ძირს დაგდებული. დახრილა და აუღია. უკითხავს - თუ შეიძლება თან რომ წავიღოო.

მერე ხელსახოცში გამოკრა ის ნატეხი, სწორედ იმ ყაიდაზე - რასმე ძვირფასს რომ გამოკრავდნენ ხოლმე ძველად.

სიკვდილამდე, გულისჯიბეში გამოკრული ჰქონია ეს ქართული თილისმა მსოფლიო კინოს ლეგენდას, რუბენ მამულიანს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
14:44 / 26-03-2019
სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია.
12:46 / 26-03-2019
იმერეთის სოციალური მუშაკები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.
12:45 / 26-03-2019
სოფელ გელათში მცხოვრებლებმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.  
12:08 / 26-03-2019
მსგავსი სიახლეები






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
13:15 / 16.03.2019






ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება
არც თუ ისე უსაფრთხოა.
ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება არც თუ ისე უსაფრთხოა.
12:46 / 27.02.2019






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
23:20 / 25.02.2019






უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად
ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
09:05 / 10.02.2019






რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ
ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
13:56 / 29.01.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.