ბლოგები
უცნაური ქუთაისი - წერილი მესამე
FaceBook
ქუ­თა­ის­მა რომ ძეგ­ლე­ბი არ გა­ა­ხა­რა, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, მხო­ლოდ ისი­ნი გა­დარ­ჩა, რომ­ლებ­საც ხე­ლით ვერ შეს­წვდა.

ხან­და­ხან ჩე­მი ქა­ლა­ქი უაღ­რეს პრო­ვი­ნ­ცი­ა­ლიზმს იჩენს და სავ­სე­ბით არ შე­ე­ფე­რე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქის იმიჯს. მაგ­რამ მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, სხვა გა­სარ­თო­ბი ქუ­თა­ისს აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნია და მი­ად­გა დე­ბი იშ­ხნე­ლე­ბის, ილო ფო­ტოგ­რა­ფის, პი­კა­სოს ბი­ჭის ძეგ­ლებს,
- ზოგს ცხვი­რი მო­ამ­ტვრია,
- ზოგს ფე­ხი,
- ზოგ­ზეც თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი ავა­რო­ბით სა­ხე­ლე­ბი ამოჩ­ხაპ­ნა და შუ­ა­ში პლი­უ­სი და­უს­ვა.
აკა­კის ძეგლს ვერ შეს­წვდა და პოს­ტა­მენ­ტი მო­უჩ­ხაპ­ნა ქი­მი­უ­რი სა­ღე­ბა­ვით.
და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძეგ­ლი ხომ სა­ერ­თოდ ღა­მის უკუ­ნეთ­ში აიტ­ყორ­ცნა. 

ანაზ­დად მფრი­ნა­ვი ფრა­ზა მახ­სენ­დე­ბა კი­ნო­ფილ­მი­დან "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა":

"ესაა, ბი­ჭო, პი­კა­სოს ბი­ჭი? ამით ერ­თო­ბა პი­კა­სო?"

რი­თი ერ­თო­ბა და რი­თი არა პი­კა­სო, ეს პი­კა­სოს და­ვუ­ტო­ვოთ, ჩვენ კი პი­კა­სოს­თან და მის ბიჭ­თან დავ­რჩეთ.

მსოფ­ლი­ომ არ იცის, რომ ქუ­თა­ის­ში დგას ძეგ­ლი, რომ­ლის სა­თა­უ­რის პირ­ველ­წყა­რომ სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსოფ­ლიო სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის აუქ­ცი­ონ­ზე მოხ­სნა ვან-გო­გის "მზე­სუმ­ზი­რე­ბის" რე­კორ­დი და პაბ­ლო პი­კა­სოს "P'tit Louis" (პა­ტა­რა ლუი) სოთ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და 119 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

ეს თან­ხა ბევ­რად აჭარ­ბებს და აღე­მა­ტე­ბა ქუ­თა­ი­სის ბი­უ­ჯეტს.

მსოფ­ლი­ომ არ იცის, რომ პი­კა­სოს ეს ბი­ჭი ქუ­თა­ის­ში ში­ნა­უ­რი გახ­და ისე, რო­გორც ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. იქამ­დე, პი­კა­სოს თა­ვის სი­ცოც­ხლე­ში გა­გო­ნი­ლიც არ ექ­ნე­ბო­და ქუ­თა­ი­სის შე­სა­ხებ, მით უმე­ტეს ის, თუ ასე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და იგი და მი­სი ვარ­დის­ფე­რი პე­რი­ო­დის შე­დევ­რი მის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ხო გა­რე­მო­ში.

მარ­თა­ლია ძეგ­ლზე წა­ი­თა­მა­შეს, მაგ­რამ ისიც შე­იძ­ლე­ბო­და, სა­ერ­თოდ რი­ონ­ში გა­და­ეგ­დოთ იმ პა­ტა­რა ბი­ჭი­ვით "ამ­პრე­დუ­ზო მე­დუ­ზოს" რომ იძა­ხის და ქუ­დებს არ­თმევს აგუ­ლი­სა და შავ­ლეგს...

რა თქმა უნ­და, ამ პო­პუ­ლა­რო­ბა­ში ლო­მის წი­ლი უდევს მწე­რალ­სა და სცე­ნა­რისტ რე­ზო გაბ­რი­ა­ძეს, მაგ­რამ რომ არა ქუ­თა­ი­სის თავ­ნე­ბა თვი­სე­ბა უც­ხოს გა­თა­ვი­სე­ბი­სა, არც ეს ფრა­ზა და არც პი­კა­სო და მი­სი ბი­ჭი ასე ხე­ლი-ხელ სა­გოგ­მა­ნე­ბი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ ქუ­თა­ის­ში.

ეს ხა­სი­ა­თი და ბუ­ნებ­რი­ვი მოთ­ხოვ­ნაა ქუ­თა­ი­სის, რა­თა კონ­ტრას­ტე­ბის სი­ლა­მა­ზით წარ­მოჩ­ნდეს. ეს ისე­თი­ვე უნი­კა­ლუ­რი მომ­ხიბ­ლა­ო­ბაა, რო­გორც თვით იმა­ვე პი­კა­სოს გა­სა­ო­ცა­რი კუ­ბის­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბი და ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის უპირ­ვე­ლე­სი წი­ნა­მორ­ბე­დი - "ავი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლე­ბი".

ამის­თვის ქუ­თა­ისს ჯერ არ მო­უც­ლია.

"პი­კა­სოს ბი­ჭე­ბიო", - ამ­ბო­ბენ ქუ­თა­ის­ში და უკ­ვე ამ სა­ხელ­წო­დე­ბის კო­მე­დი­ურ-მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფსაც გუ­ლის­ხმო­ბენ.

ერ­თის სიტ­ყვით, ეს სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა ისე­ვეა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­თა­თუ­რებ­თან, რო­გორც სა­ფიჩ­ხი­ე­ლი, ბა­ლახ­ვნე­ლი, ჭო­მე­ლი, ზას­ტა­ვე­ლი და სხვ.

ამ დო­ნე­ზე თუ შე­ით­ვი­სებ­და ქუ­თა­ი­სი პი­კა­სოს, არა­თუ პი­კა­სომ, თვით ქუ­თა­ის­მაც არ იცო­და მთე­ლი სიც­ხა­დით, რად­გან სიყ­ვა­რუ­ლი და შე­თავ­სე­ბა მარ­ტო კი­ნო­ფი­ლე­ბით, ან ქა­ლა­ქე­ლო­ბით კი არ ხდე­ბა, არა­მედ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით, რომ­ლის სიღ­რმე­საც ჯერ კი­დევ არ ჩავ­მწვდარ­ვარ. ერ­თი კია, რომ ამ სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა-გა­თა­ვი­სე­ბა­ში ქუ­თა­ი­სურ იუ­მორს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა.

სი­ცი­ლი მარ­ტო არ ჰყოფ­ნის იუ­მორს. აქ მე­ტი რამ არის სა­ჭი­რო. ეს მე­ტია წარ­მო­ჩე­ნი­ლი "პი­კა­სოს ბიჭ­ში", ვიდ­რე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ეს ბა­ტონ რე­ზო გაბ­რი­ა­ძეს, ან თუნ­დაც იგი­ვე პი­კა­სოს. ამ აღი­ა­რე­ბის უნი­კა­ლო­ბის გა­სა­გე­ბად სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ თვით ქუ­თა­ი­სუ­რი იუ­მო­რის რა­ო­ბა და პა­რა­მეტ­რე­ბი, თუ რით საზ­რდო­ობს ის ადა­მი­ა­ნის თუ ადა­მი­ან­თა გუ­ლით მი­ღე­ბი­სა და გა­თა­ვი­სე­ბის მხრივ.

ქუ­თა­ის­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის ხუმ­რო­ბი­სა და შე­უ­რაც­ხყო­ფის ფა­სი, იქამ­დე, გრძნობს, რა რო­გორ არის ნათ­ქვა­მი. ამის ნა­თელ დას­ტუ­რად შე­მიძ­ლია მო­ვი­ტა­ნო ერ­თი ანეკ­დო­ტი, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ-გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე შე­იქ­მნა და ის სრუ­ლად ასა­ხავს ჩე­მი ქა­ლა­ქის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტი­პაჟს.

რო­დე­საც სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­მა სის­ხლის­ღვრა და ომე­ბი გა­და­ი­ა­რა, საყ­ვე­დუ­რის ნიშ­ნად თბი­ლისს უთ­ქვამს ქუ­თა­ი­სის­თვის - "შენ ჭურ­ში წევ­ხა­რო"... (ეს იმი­ტომ, რომ მთელს ამ ორომ­ტრი­ალ­ში ქუ­თა­ი­სის წვლი­ლი არ ჩან­და, იქამ­დე ას­კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გიც კი არ ეწ­ყო­ბოდა).

ქუ­თა­ისს უპა­სუხ­ნია სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქის­თვის - "კუ­ბო­ში წო­ლას ჭურ­ში წო­ლა მირ­ჩევ­ნი­აო".

ამ ანეკ­დოტ­ზე შე­იძ­ლე­ბა არა­ვის გა­ე­ცი­ნოს, არც მა­შინ გა­უ­ცი­ნია ვინ­მეს. ბევ­რმა ეს ნათ­ქვა­მი შე­უ­რაც­ხყო­ფად მი­ი­ღო, მაგ­რამ მას­ში არის ის, რაც ქუ­თა­ი­სის­თვის სა­ნუკ­ვა­რია - სიმ­შვი­დე.

ის არა­სო­დეს ჩა­რე­უ­ლა პო­ლი­ტი­კურ ბა­ტა­ლი­ებ­ში. სა­დაც სხვა იყო, ისიც იქ იყო. მაგ­რამ არა­სო­დეს მას თა­ვის თავ­ზე ზედ­მე­ტი არ აუ­ღია. იმი­ტომ კი არა, რომ რა­ი­მე­სი შე­ში­ნე­ბია ქუ­თა­ისს. არა!

მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მის­თვის მთა­ვა­რი იყო სი­ცოც­ხლე, პა­ტა­რა ქა­ლა­ქია ის, და მი­ტომ.

ზედ­მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა არ უყ­ვარს ქუ­თა­ისს, მი­თუ­მე­ტეს მტერ­თა­გან, თო­რემ ქუ­თა­ი­სი იყო სწო­რედ ის ქა­ლა­ქი, სა­დაც მხედ­რი­ო­ნის ურ­დო და­ბა­ნაკ­და. სი­ცოც­ხლე ძვი­რად უღირ­და ქუ­თა­ისს. მარ­თლაც, ჭურ­ში ჯდო­მა ჯობ­და იმ დროს კუ­ბო­ში...

ქუ­თა­ის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია თვით­გა­დარ­ჩე­ნის ვირ­თხი­სე­უ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი. სა­ჭი­რო დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ვი­მა­ლოთ, ქა­ლა­ქიც პა­ტა­რაა, არც სატ­რან­ზი­ტო გზაა და არც სარ­კი­ნიგ­ზო. მტერს რომ მო­უნ­დეს, ქუ­თა­ი­სის­თვის ხელს არც კი გა­ის­ვრის, ინ­დუს­ტრია აღარ არის ჩვენ­ში, და მი­ტომ.

ამით გა­დავ­რჩით რუ­სებ­თან ომის დროს, ქუ­თა­ის­ში ერ­თი ბომ­ბიც რომ არ ჩა­მო­ვარ­და, იქამ­დე ერ­თი რუ­სუ­ლი ჩექ­მაც კი არ დად­გმუ­ლა იმ ორომ­ტრი­ალ­ში. შე­ეძ­ლოთ? და მე­რე რო­გორ... და მე­რე რამ­დენ­ჯერ... ან ვინ უშ­ლი­და ხელს... ან ახ­ლა...

მაგ­რამ რა უნ­და მო­ი­გოს მტერ­მა ქუ­თა­ის­ში გარ­და იმი­სა, რომ სუ­ლი­ერ ჭა­ობ­ში ჩა­ეფ­ლო­ბა და და­იხ­რჩვე­ბა.

სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის მხრივ ქუ­თა­ი­სი მხო­ლოდ ქარ­თველ­თათ­ვის არის ხელ­საყ­რე­ლი და არა ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ხვდუ­რის­თვის, გინ­დაც ჩრდი­ლო­ე­თი­დან წა­მო­ვი­დეს ის, გინ­დაც სამ­ხრე­თი­დან, გინ­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და გინ­დაც და­სავ­ლე­თი­დან.

ის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი სა­ბა­დოა ქარ­თვე­ლი ერის და თუ ვინ­მეს უნ­და ამ ერის გა­ნად­გუ­რე­ბა, მხო­ლოდ ქუ­თა­ი­სი უნ­და აღ­გა­ვოს პი­რი­სა­გან მი­წი­სა.

მე ის კა­ცი არა ვარ, მტრებს რომ ვე­უბ­ნე­ბი, ერეკ­ლეს მე­ზარ­ბაზ­ნე­ე­ბი არა ჰყავ­სო, მე ამით ხაზს ვუს­ვამ ქუ­თა­ი­სის არსს, მის დი­ად ძა­ლას. თუმ­ცა­ღა, მტერ­მა ისიც იცის, რომ ქუ­თა­ი­სი, სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის მხრით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საა ხელ­საყ­რე­ლი.

იგი ვე­რა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნა სა­თა­ვი­სოდ - ვერც არაბ­მა, ვერც თურ­ქმა, ვერც მონ­ღოლ­მა, ვერც ოს­მა­ლომ და მით უფ­რო ვერც რუს­მა.

ქუ­თა­ისს ამის ძა­ლა გა­აჩ­ნია და ამი­ტომ ქუ­თა­ის­ზე და ტფი­ლის­ზე ლაშ­ქრო­ბა ვერც ქარ­თველს გა­მო­უ­ვი­დო­და და ვერც ვე­რა­ნა­ირ მომ­ხვდურს, რა­მე­თუ ჩვენ ყვე­ლა­ნი ქუ­თა­ის­ში ვხვდე­ბით ყვე­ლას - მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც.
* * *
ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და შეხ­ვედ­რო­დნენ ერ­თმა­ნეთს ჩერ­ჩი­ლი, სტა­ლი­ნი და ჰიტ­ლე­რი ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­სა და ქვე­ნაგ­რძნო­ბე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, ხო­შის გა­სას­წო­რებ­ლად, ეს ქუ­თა­ი­სია.
Print