პოლიტიკა
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა დაუშვეს
FaceBook
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმმართველობის ადმინისტარციულ შენობაზე დროშა დაუშვეს. 2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობიდან 97 წელი გავიდა. 

1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკებმა ქვეყნიდან განდევნეს ნოე ჟორდანიას მთავრობა და საბჭოთა რეჟიმი გამოაცხადეს.

ამ დღეს საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტარციულ შენობაზე სიმბოლურად დროშას უშვებენ.



Print