ბლოგები
უცნაური ქუთაისი - წერილი პირველი
FaceBook
რო­ცა ქუ­თა­ის­ზე მიდ­გე­ბა სა­უ­ბა­რი, პირ­ვე­ლი სიტ­ყვა, რაც გო­ნე­ბას მო­აწ­ყდე­ბა, ესაა ნაც­ვალ­სა­ხე­ლი "ჩე­მი".

ამ ერთ სიტ­ყვა­ში მე ყვე­ლა­ფერს ვა­ტევ - ჩემს სა­და­უ­რო­ბა­საც, ჩემ­სა და მის მსგავ­სე­ბა­საც, ჩემს მრწამ­სსაც და ჩემს ყო­ფი­ე­რე­ბა­საც.

ვი­ღაც ამ სიტ­ყვა­ში მხო­ლოდ სა­და­უ­რო­ბა­სა და ყალბ პა­თე­ტი­კას გუ­ლის­ხმობს. მე სა­კით­ხის ასეთ გა­მარ­ტი­ვე­ბას არ ვა­კად­რებ ქუ­თა­ისს, რად­გან "ჩე­მიო", - ვამ­ბობ და ვგუ­ლის­ხმობ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას ქუ­თა­ის­ში გა­ტა­რე­ბულ­საც, ქუ­თა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბულ­საც, ქუ­თა­ი­სის­თვის გარ­ჯილ­საც და რაც მთა­ვა­რია, - ქუ­თა­ი­სის მიღ­მა რაც მიც­ხოვ­რია, იმა­საც.

ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, ხვალ სად ვიც­ხოვ­რებ არ ვი­ცი, მაგ­რამ მე ქუ­თა­ი­სი გუ­ლი­თაც და­მაქვს, რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლი და ზურ­გი­თაც - რო­გორც ტვირ­თი.

ქარ­თველ­თა ცხოვ­რე­ბა­ში პა­რა­დოქ­სე­ბი და კონ­ტრას­ტე­ბი ბევ­რია, მაგ­რამ ასე მგო­ნია, ქუ­თა­ი­სი ამ უც­ნა­უ­რო­ბა­თა ეპი­ცენ­ტრია, სა­ი­და­ნაც მომ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბის სრუ­ლი ნა­ზა­ვი და არა პო­ლი­ტი­კუ­რი მენ­ტა­ლო­ბა.

ერ­თი დი­დი თვი­სე­ბა აქვს ქუ­თა­ისს - მას­ში გა­მო­რიც­ხუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცია. იქამ­დე, ჩვენს ქა­ლაქ­ში პო­ლი­ტი­კურ სი­ახ­ლე­ებ­სა და ძვრებს სრუ­ლი ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლო­ბით ეგე­ბე­ბი­ან. ეს არაა ნი­ჰი­ლიზ­მი, ეს ქუ­თა­ი­სუ­რი ბუ­ნე­ბაა თან­და­ყო­ლი­ლი.

ქუ­თა­ისს ვამ­ბობ ­და ყვე­ლა ქუ­თა­ი­სელს ვგუ­ლის­ხმობ, რად­გან ქა­ლა­ქი ადა­მი­ან­თა გა­რე­შე მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად შე­მო­ფარ­გლუ­ლი არე­ა­ლი და ურ­ბა­ნუ­ლად გა­შე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბია, ქუ­ჩე­ბი და წყალ­სა­ნი­აღ­ვრე მი­ლე­ბის სის­ტე­მაა. თვით მი­სი ზე­და­პი­რუ­ლი იერ­სა­ხის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ფსი­ქო­ლო­გი­ურ, თუნ­დაც ფი­ლო­სო­ფი­ურ ტიპს სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ წარ­მო­ა­ჩენს. ეს გან­ფე­ნი­ლო­ბაა და ზე­და­პი­რუ­ლი პორ­ტრე­ტი. თუმ­ცა­ღა ქუ­თა­ისს ამა­შიც აღ­მო­აჩ­ნდა კონ­ტრას­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა:

ის არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ქა­ლაქ­თმშე­ნებ­ლო­ბის ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ულ კა­ნო­ნებს, რა­მე­თუ არაა გა­შე­ნე­ბუ­ლი გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პრინ­ცი­პის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბით - ან წრი­უ­ლი, ან სამ­კუთ­ხა, ან ოთ­ხკუთ­ხა, ან მრა­ვალ­კუთ­ხა, ან პა­რა­ლე­ლურ-პერ­პენ­დი­კუ­ლა­რუ­ლი გან­ლა­გე­ბის წე­სე­ბით.

ქუ­თა­ი­სის თი­თო­ე­უ­ლი სახ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის ქუ­ჩას, ისეა აშე­ნე­ბუ­ლი და ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, რო­გო­რიც სახ­ლის პატ­რო­ნის­თვის იყო ხელ­საყ­რე­ლი, ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი. ეს კი უნი­კუ­მია, ასე იწ­ყე­ბა ქუ­თა­ი­სუ­რი ბუ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

კი­დევ ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და რაც მთა­ვა­რია თვალ­ში მო­სახ­ვედ­რი: მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სე­ლე­ბი თბი­ლის­ში ჩა­სუ­ლებ­ზე იტ­ყვი­ან "ჩა­მო­სუ­ლე­ბიო", ქუ­თა­ი­სე­ლი კი ამ სიტ­ყვას ასე წარ­მოთ­ქვამს და შე­სა­ფე­რის ში­ნა­არ­სსაც აძ­ლევს - "შე­მო­მა­ტე­ბუ­ლი"...

მარ­ტო ში­ნა­არსს კი არ აძ­ლევს, არა­მედ თვი­თო­ნაც ისე ეპ­ყრო­ბა ახ­ლად­ჩა­მო­სულს, რო­გორც წარ­მოთ­ქვამს... შე­მო­მა­ტე­ბუ­ლიო, ანუ ითა­ვი­სებს მას, თა­ვი­სი­ანად ხდის, უპი­რა­ტე­სო­ბას არ ანი­ჭებს სა­კუ­თარ პერ­სო­ნას, რად­გან უნ­და ჩა­მო­სუ­ლიც რომ გახ­დეს ქუ­თა­ი­სე­ლი და არ და­კომ­პლექ­სდეს იმით, რომ წა­რა­მა­რა შე­ახ­სე­ნოს თბი­ლი­სე­ლი­ვით - შენ ჩა­მო­სუ­ლი ხარ, მე ად­გი­ლობ­რი­ვიო, ე.ი. "კა­რე­ნოი". ეს ერ­თგვა­რად შე­უ­რაც­ხმყო­ფე­ლიც არის ყვე­ლას­თვის. ქუ­თა­ის­ში კი ამის პრობ­ლე­მა არა­ვის გა­აჩ­ნია და იმი­ტომაც, რომ ქუ­თა­თუ­რე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლე­ბი რა­ღაც უპი­რა­ტე­სო­ბე­ბით.

კი­დევ ერ­თი: გა­ლაკ­ტი­ონს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბილ ლექსს "წყალ­ტუ­ბო­დან ქუ­თა­ის­ში მი­მა­ვა­ლო ქა­რო"... მი­სამ­ღე­რი და­ა­მა­ტეს და ისე ოს­ტა­ტუ­რად, საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი კა­ცი თუ არა, ვე­რ მიხ­ვდე­ბიან, ეს მი­სამ­ღე­რი გა­ლაკ­ტი­ონს რომ არ ეკუთ­ვნის. ეს ზე­და­პი­რუ­ლად.

არ­სით, ში­ნა­არ­სი­თა და სტი­ლით, რა თქმა უნ­და, ერ­თი სხვაა და მე­ო­რე სხვა, მაგ­რამ ერ­თი­ან სა­სიმ­ღე­რო მე­ლო­დი­ა­ში უერ­თმა­ნე­თოდ ეს სტრი­ქო­ნე­ბი ვერ იარ­სე­ბე­ბენ. კონ­ტრას­ტი დამ­შვენ­და, გამ­შვენ­და და მშვე­ნი­ე­რე­ბად გან­ხორ­ცი­ელ­და.

მთე­ლი ქუ­თა­ი­სი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­ა­ნი და უში­ნა­არ­სო ატ­რი­ბუ­ტით ესაა!

ლექ­სის პირ­ვე­ლი, ანუ გა­ლაკ­ტი­ო­ნი­სე­უ­ლი ტა­ე­პი ასე იკით­ხე­ბა - "წყალ­ტუ­ბო­დან ქუ­თა­ის­ში მი­მა­ვა­ლო ქა­რო, თუ მა­ი­სის ქუ­თა­ის­მა გკით­ხოს ვი­ნა ხა­რო, უპა­სუ­ხე, რომ სუნ­თქვა ხარ, არ კი უთ­ხრა ვი­სი, ამას თვი­თონ მი­გიხ­ვდე­ბა ჩე­მი ქუ­თა­ი­სი".

აქ პო­ე­ზი­აა, პე­ი­ზა­ჟი, პირ­ველ­ქმნა­დო­ბის სუნ­თქვა, თით­ქოს­და ქა­რე­ბის სუნ­თქვა­ში სულ­დგმუ­ლობს ქუ­თა­ი­სი. ამის იქით მეტს ვე­რა­ფერს და­წერ, რომც და­წე­რო, არაა სა­ჭი­რო, ვერ გა­ი­თა­ვი­სებს ერ­თი მე­ო­რეს, ან სხვა და­ნარ­ჩენს.

მაგ­რამ ვი­ღაც დარ­დი­მან­დმა, ალ­ბათ ბოლ­შე­ვი­კუ­რი ეი­ფო­რი­ით, მუ­სი­კი­სა და ლექ­სის ასე თუ ისე მცოდ­ნემ, რო­მელ­საც აქვს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ამ­ბი­ცია, თუმც არც დი­დი პო­ე­ტია და არც დი­დი კომ­პო­ზი­ტო­რი. სწო­რედ ასე­თი დი­ა­პა­ზო­ნის პო­ე­ტი გა­ე­მე­ტი­ქა გა­ლაკ­ტი­ო­ნს და ლექსს და­ა­მა­ტა ერ­თი ტა­ე­პი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ქუ­თა­ი­სი­სა და წყალ­ტუ­ბოს გან­მარ­ტე­ბას გა­რით­მუ­ლ ფორ­მაში - "ქუ­თა­ი­სი ქა­ლა­ქია ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი, წყალ­ტუ­ბო კი მხა­რე არის მი­სი და­მამ­შვე­ნე­ბე­ლიო".

რა თქმა უნ­და, სრუ­ლი კონ­ტრას­ტია, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სი: ეს ორი ურ­თი­ერ­თშე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტა­ე­პი ჰარ­მო­ნი­უ­ლად შე­ა­თავ­სა მუ­სი­კამ - ქუ­თა­ი­სურ­მა მრა­ვალ­ხმი­ან­მა ჰან­გმა გი­ტა­რის თან­ხლე­ბით. გა­ლაკ­ტი­ო­ნის შემ­დეგ თით­ქოს­და ირო­ნი­უ­ლად, სწო­რედ რომ ქუ­თა­ი­სუ­რი სარ­კაზ­მით ჟღერს სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა - "ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი"...

იქ­ნებ ამის­თვის და­ი­წე­რა? იქ­ნებ შე­უ­თავ­სე­ბლო­ბის შე­თავ­სე­ბა ამ გზით გა­ი­აზ­რა ქუ­თა­ის­მა?

ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, დღე­საც ამ­ღე­რე­ბენ სუფ­რებ­ზე დარ­დი­მან­დე­ბი და დი­დი გა­ტა­ცე­ბით მღე­რი­ან ქარ­თუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი ამ სიმ­ღე­რას იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ქუ­თა­ი­სი­დან საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გა­ი­პა­რა ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცია.

არა­თუ მხო­ლოდ ლექ­სმა და სიმ­ღე­რამ აუ­ღო ალ­ღო რე­ა­ლო­ბას და თა­ვი­სი სი­ცოც­ხლის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად კონ­ტრას­ტუ­ლი ნა­პი­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, არა­მედ თვით ცხოვ­რე­ბა­მაც იპო­ვა იმ ყბა­და­ღე­ბულ ინ­დუს­ტრი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში სა­სი­ცოც­ხლო ძა­ლა, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ქუ­თა­ისს არ ჰქო­ნდა, და მი­ტომ...

და ეს მა­შინ, რო­ცა ქალაქ­ის ნა­ტუ­რა­ში სავ­სე­ბით არ ზის ეს ყბა­და­ღე­ბუ­ლი და თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა. ხომ ყვე­ლამ ვი­ცით: ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხნი­დან ვერ ას­წრებ­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მოს­ვლას, რომ გზა­ში უც­ვი­ო­და ნა­წი­ლე­ბი. ჩვენ კი დღემ­დე ვმღე­რით, ქუ­თა­ი­სი ინ­დუს­ტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი­აო.

პა­რა­დოქ­სია, აბა რა!.. ეს იმ ან­და­ზას მა­გო­ნებს - "ვირს პიტ­ნა ეზა­რე­ბო­და და ცხვირ­ში ატე­ნიდ­ნე­ნო"... მაგ­რამ ვი­რი რი­სი ვი­რია და სა­და­უ­რი ბრძე­ნია, რომ იმ პიტ­ნა­საც უნ­და შე­ე­გუოს. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას. პი­რი­ქით, ამით გა­დარ­ჩა ქუ­თა­ი­სი, რო­გორც ქა­ლა­ქი, და ამი­ტომ დღემ­დე აღი­ნიშ­ნე­ბა რუ­ქებ­ზე ქუ­თა­ი­სის ად­გილ­მდე­ბა­რე­ო­ბა დი­დი აღ­მნიშ­ვნე­ლი წერ­ტი­ლი­თა და წარ­წე­რით "KUTAISI".

იქ­ნებ ბოლ­შე­ვი­კებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად დატ­ვირ­თეს ქუ­თა­ი­სი ამ "და­ვა­ლე­ბით", რა­თა მას თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დაჰ­კარ­გო­და?! ეს კი­დევ სხვა სა­კით­ხია. პა­რა­დოქ­სია, მაგ­რამ ქა­ლაქ­მა გა­უძ­ლო ამ სიმ­ძი­მეს და ქუ­თა­თუ­რებს მა­ინ­ცა და მა­ინც არ შე­ხე­ბია ეს საბ­ჭო­უ­რი სა­ხა­დი.

ალ­ბათ, ქუ­თა­ისს და მის კოპ­წია ქუ­ჩებს გუ­ლის­ხმობ­და მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, მთელს საბ­ჭო­ეთს რომ გა­და­აყ­ვი­რა თავ­ზე - "ამ ვიწ­რო ქუ­ჩებ­ში კო­მუ­ნიზ­მი ვერ შე­მო­ა­ბი­ჯებ­სო".
Print