რეგიონი
ეძღვნება მუშა ქალებს - მხატვარ ლია უკლებას გამოფენა-აქცია ჭიათურაში გაიმართება
FaceBook
ლია უკლებას განოფენა „გასვლა აკრძალულია“ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის ფოიეში გაიმართება.

გამოფენა-აქცია კვირას, 25 თებერვალს 17 საათზე მოეწყობა.

მანამდე ლია უკლებას გამოფენას გალერეა "ვარლამ" უმასპინძლა.

მხატვარმა გამოფენა "გასვლა აკრძალულია" ჭიათურის მაღაროებსა და ქუთაისის სამკერვალო საწარმოში მომუშავე ქალებსა და ზოგადად, ქალის შრომას მიუძღვნა.

წარმოდგენილი იქნება ინსტალაციები, ნახატები, ვიდეოები.

გამოფენას ორმაგი  დატვირთვა  აქვს. იგი გამოხატავს როგორც პროტესტს, ასევე პატივისცემას ქალის მძიმე შრომის მიმართ.

ორმაგ მნიშვნელობას იძენს სათაურიც. გასვლა აკრძალულია ტრადიციით, რელიგიით, დაუწერელი კანონებით ნაგები სივრციდან და გასვლა აკრძალულია გამოფენიდან - სანამ არ გაიაზრებ ქალის მიმართ არსებული ყველა აკრძალვის სიმძიმეს.

გამოფენის საკვანძო სიმბოლოს წარმოადგენს  "ჯვარცმული კაბა". ერთგვარი მინიშნება ქალის გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ მსხვერპლის.  "ამ კაბას მკერავი ქალები კერავენ ერთ-ერთ ვიდეოში. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ტრადიციით დადგენილი ვალდებულებები და კანონები აიძულებს ქალს საკუთარი ბორკილები თავადვე დაამზადოს", - ამბობს მხატვარი ლია უკლება. 





Print