პოლიტიკა
მუსიკის და კულტურული დედაქალაქი – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში სტუმრად მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის განვითარებაზე მისი ხედვები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს წარუდგინა.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, მაგრამ მას შეუძლია ჰქონდეს თავისი ხედვა და რომ ქუთაისის მომავალს ის საქართველოს კულტურულ დედაქალაქად გახდომაში ხედავს. მისი თქმით, ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ეს სტატუსი.

ზურაბიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის დაკარგვით ქუთაისს არაფერი დაუკარგავს. მისივე თქმით, პარლამენტის შენობაზე დახარჯული თანხით წყალტუბოს განვითარება იყო შესაძლებელი.

"ჩემი ხედვაა, რომ საკონფერენციო დარბაზად გადაკეთდეს პარლენტის შენობა, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები ჩატარდება. ეს ძალიან გვაკლია საქართველოში. რაც პრეზიდენტი გავხდი, ხშირად მომდის შეტყობინებები და ითხოვენ სხვადასხვა ფორუმის მოწყობას. არსად ასეთი ადგილი, გარდა ბათუმისა, არ არის. იმისთვის რომ ასეთი ცენტრი მოეწყოს, პარლამენტის შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება ცოტა გადაკეთება დასჭირდეს, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერია იქ, რაც საჭიროა," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ქუთაისი მუსიკის დედაქალაქიცაა და სირცხვილია, რომ მუსიკის დედაქალაქში საკონცერტო როიალი არ არსებობდეს.

"ასევე, არ შეიძლება საქართველოს კულტურის დედაქალაქში იყოს ასეთი დანაგვიანებული ადგილები. ეს არის მიუღებელი, ვიცი რომ ამაზე მუშაობენ, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო ეფექტური. თუ დღეს ტურისტი ამ ქალაქს ნახევარ დღეში ათვალიერებს, ამისთვის 3-4 დღე უნდა დასჭირდეს და თუ ამას დავისახავთ მიზნად, აუცილებლად გამოვა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში დასრულდა. ზურაბიშვილი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველი დღე 9 თებერვალს წყალტუბოში დაიწყო, რომელიც 10 თებერვალს ქუთაისში დაასრულა.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი
გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
14:55 / 18.08.2019
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ
ტერიტორიაზე, სამუშაო საათები გახანგრძლივდა.
11:23 / 18.08.2019
ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, სამუშაო საათები გახანგრძლივდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
თბილისში მომხდარ ავტოავარიას ტყიბულის სოფელ მუხურას ყოფილი გამგებელი, 41 წლის, გიორგი კირკიტაძე ემსხვერპლა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 6 ახალი ფრენა შესრულდება.
ქართველმა მთასვლელებმა ქვეყნის უმაღლლესი მწვერვალი, შხარა დალაშქრეს.
ქუთაისში, დავით  აღმაშენებლის #11-ში ორი სარდაფი გატეხეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.
ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრი აშენდება.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც  მიწის ჩავარდნის შედეგად ორმო წარმოიქმნა,  მანქანებს გადააგილება უჭირთ. 
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენაზე,  მერიამ  ტენდერი განმეორებით გამოცხადა.