ახალი ამბები
უქმნის თუ არა აზიური ფაროსანა საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას
FaceBook
არსებობს თუ არა აზიური ფაროსანით ინფექციების გადატანის რისკი - ამის თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

"აზიური ფაროსანა საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, არ გადააქვს ინფექციური დაავადებები, თუმცა, აქვს შემაწუხებელი ეფექტი. აზიური ფაროსანა აზიანებს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და დეკორატიულ მცენარეებს," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაკეთდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რჩევით, საცხოვრებელ სახლებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები გამოიყენება.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.



ამავე თემაზე:

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლისთვის წამლის რეცეპტს სთავაზობს

"ავჩეხავთ და ისეთ რამეს მოვიყვანთ, რითაც ოჯახს ვარჩენთ"- დაწუნებული ქართული თხილი


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის
დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
13:32 / 19.04.2024
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.