ახალი ამბები
საქართველოდან ემიგრანტების რიცხვმა იმატა
FaceBook
საქართველოდან საზღვარგარეთ სამუშაოდ თუ საცხოვრებლად წასული მოქალაქეების რიცხვმა იმატა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანა 2 323 - ით მეტმა ადამიანმა დატოვა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ქვეყნიდან 95 965 ადამიანი გავიდა.

ხოლო 2016 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 98 288 შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობითვე, ხსენებული მონაცემების შესაბამისად საქართველოში 2016 წელს მიგრაციის უარყოფითი სალდო დაფიქსირდა და - 8.1 ათასი კაცი შეადგინა.




Print